0 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შვილი გადმოვარდნილა, მამამ რომ დაინახა, გული გაუსკდა… – ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის დეტლებს ადგილობრივები ყვებიან

გუშინ, ქობულეთში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამა-შვილი 61 წლის მემედალი ჯინჭარაძე და 31 წლის გურამ ჯინჭარაძეები არიან.

ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხიდან იყვნენ, თუმცა ქობულეთზე შემოერთებულ ტერიტორიაზე, ე.წ. მტს-ის დასახლებაში ხაბაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. 

არსებული ინფორმაციით თავდაპირველად შვილი, გურამ ჯინჭარაძე სახლის სახურავიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც მამას გულის შეტევა განუვითარდა.

გარდაცვლილ გურამ ჯინჭარაძეს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ყავს.

„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სახლის სახურავიდან გადავარდნენ. მოხელეები იყვნენ, მეზობელს ეხმარებოდნენ, როგორც ვიცი. უპატიოსნესი ადამიანები, წესიერი, მშრომელი, ყველას გვერდში მდგომი და დამხმარე. გურამს სამი პატარა შვილი ყავს, მათ შორის ტყუპი.

არ ვიცი რა ვთქვა, აზრზე ვერ მოვდივართ. როგორც ვიცი პირველად გურამი გადავარდნილა, მამამ რომ დაინახა, გული გაუსკდა და ჩამოვარდაო, ასე ამბობენ, ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა. ქობულეთმა ორი ვაჟკაცი და საუკეთესო ადამიანი დაკარგა“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები