0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარნეულში 37 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულში 37 წლის მამაკაცი, აფგან ჯალალოვის, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

მეზობლების თქმით, იგი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

აფგან ჯალალოვი საგარეჯოში ცხოვრობდა, თუმცა მარნეულს ხშირად სტუმრობდა და მას სახლიც ჰქონდა დაქირავებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილ მამაკაცთან ერთად ბინაში სხვა პირიც იმყოფებოდა, თუმცა უბედურ შემთხვევას გადაურჩა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები