2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იზმირში მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ მაშველებმა ოთხი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

91-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ იზმირში, მაშველებმა ოთხი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

მაშველების თქმით, გოგონა სამზარეულოში, სარეცხ მანქანასა და ნიჟარას შორის შქმნილ სივრცეში მოჰყვა. თურქეთის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოაშია გადაყვანილი. აილა გეზგინი მაშველების მიერ ნანგრევებიდან გადარჩენილი 107-ე ადმიანია.

იზმირში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-ს შეადგენს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები