1 9 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დიმიტრი მედვედევი - აპოკალიფსი სულ უფრო ახლოსაა

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის გადაწყვეტილებას ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმების განხორციელების შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობის იურიდიულად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.

აღნიშნულ განცხადებას მედვედევი Telegram-ზე აქვეყნებს.

„უკრაინამ განაცხადა, რომ შეათანხმა ნებისმიერი დარტყმის განხორციელება ყოველივე რუსულზე, მაგალითად ყირიმზე. თუ ეს სიმართლეა (და ამაში ეჭვიც არ გვაქვს), ეს სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს დასავლეთის თანამონაწილეობის პირდაპირი იურიდიულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. რაფინირებული casus belli (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი), ხოლო რუსეთისთვის jus ad bellum (ომის გამოცხადება) ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობაა ყველას და თითოეულის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებში“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, აპოკალიფსი სულ უფრო ახლოს არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები