0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღესვე შესაძლებელია 4 თეთრით ელექტროენერგიის და 6-7 თეთრით გაზის გაიაფება – ხაბეიშვილი სემეკს სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდებს

„ᲘᲛ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲨᲘ, ᲠᲝᲪᲐ „ᲠᲣᲡᲣᲚ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡ“ „ᲚᲐᲕ ᲡᲗᲝᲠᲘ“ ᲐᲥᲕᲡ ᲙᲠᲔᲛᲚᲗᲐᲜ, ᲞᲣᲢᲘᲜᲗᲐᲜ, ᲠᲝᲪᲐ ᲕᲮᲔᲓᲐᲕᲗ, ᲠᲝᲛ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲓᲠᲝᲨᲔᲑᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲝᲓ ᲒᲐᲐᲥᲠᲔᲡ, ᲘᲛ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲨᲘ, ᲠᲝᲪᲐ, ᲤᲐᲥᲢᲝᲑᲠᲘᲕᲐᲓ, ᲠᲣᲡᲔᲗ-ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲝᲛᲨᲘ ᲠᲣᲡᲣᲚ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡ ᲣᲭᲘᲠᲐᲕᲡ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔ, ᲐᲛᲘᲡ ᲞᲐᲠᲐᲚᲔᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲮᲐᲚᲮᲡ, ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲐᲡ ᲫᲐᲠᲪᲕᲐᲕᲔᲜ ᲠᲣᲡᲣᲚᲐᲓ. ᲠᲣᲡ ᲝᲚᲘᲒᲐᲠᲥᲡ ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲡ ᲡᲮᲕᲐᲜᲐᲘᲠᲐᲓ ᲐᲠ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ, ᲠᲣᲡᲣᲚᲐᲓ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲫᲐᲠᲪᲕᲝᲡ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘ ᲓᲐ ᲐᲛᲘᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲨᲘ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲐᲡᲔᲣᲚᲝᲑᲘᲗ ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲡ ᲕᲔᲦᲐᲠ ᲛᲝᲞᲐᲠᲐᲕᲡ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲮᲐᲚᲮᲡ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲮᲐᲠᲯᲖᲔ ᲕᲔᲦᲐᲠ ᲒᲐᲛᲓᲘᲓᲠᲓᲔᲑᲐ. ᲩᲕᲔᲜ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲜ ᲛᲝᲕᲘᲗᲮᲝᲕᲔᲗ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲡ ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲐᲠᲐᲚᲔᲚᲣᲠᲐᲓ, ᲨᲔᲛᲪᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲧᲝ ᲢᲐᲠᲘᲤᲔᲑᲘ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲔᲜᲔᲠᲒᲘᲐᲖᲔ, ᲒᲐᲖᲖᲔ ᲓᲐ ᲬᲧᲐᲚᲖᲔ, ᲘᲛᲘᲢᲝᲛ, ᲠᲝᲛ ᲠᲝᲪᲐ ᲛᲝᲣᲛᲐᲢᲔᲡ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲐᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲡ ᲓᲐ ᲒᲐᲖᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲡᲐᲮᲐᲓᲘ, ᲛᲐᲨᲘᲜ ᲐᲣᲬᲧᲔᲡ, ᲠᲝᲛ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲡ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲐᲦᲐᲚᲘᲐᲝ ᲓᲐ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ, ᲐᲛᲘᲢᲝᲛ ᲛᲝᲘᲛᲐᲢᲐ ᲢᲐᲠᲘᲤᲛᲐᲝ, ᲗᲣᲛᲪᲐ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲙᲘ ᲚᲐᲠᲛᲐ ᲒᲐᲛᲧᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ, ᲔᲡ ᲐᲠ ᲨᲔᲔᲢᲧᲝ ᲐᲠᲐᲕᲘᲡ. ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲐᲡ ᲭᲘᲠᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲕᲘᲗ ᲡᲫᲣᲚᲡ ᲥᲕᲘᲗᲠᲘᲡ ᲛᲝᲡᲕᲚᲐ, ᲘᲛᲘᲢᲝᲛ, ᲠᲝᲛ ᲐᲛ ᲥᲕᲘᲗᲠᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲐ ᲛᲔᲠᲔ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲣᲭᲘᲠᲡ. ᲒᲣᲨᲘᲜ ᲓᲐᲕᲘᲗ ᲜᲐᲠᲛᲐᲜᲘᲐᲛ, ᲡᲔᲛᲔᲙᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ, ᲓᲐᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲐ, ᲠᲝᲛ ᲢᲐᲠᲘᲤᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲪᲘᲠᲔᲑᲐ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲐᲠ ᲐᲛᲪᲘᲠᲔᲑᲔᲜ ᲘᲛᲘᲢᲝᲛ, ᲠᲝᲛ ᲐᲠ ᲘᲪᲘᲐᲜ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲡ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲠᲐ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ.

ᲓᲦᲔᲡᲕᲔ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲡ ᲙᲣᲠᲡᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ, ᲛᲘᲜᲘᲛᲣᲛ 4 ᲗᲔᲗᲠᲘᲗ -ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲡ ᲓᲐ 6-7 ᲗᲔᲗᲠᲘᲗ ᲒᲐᲖᲘᲡ ᲒᲐᲘᲐᲤᲔᲑᲐ. ᲐᲛᲘᲢᲝᲛ, ᲩᲕᲔᲜ ᲕᲘᲗᲮᲝᲕᲗ ᲡᲔᲛᲔᲙᲘᲡᲒᲐᲜ ᲡᲐᲡᲬᲠᲐᲤᲝᲓ ᲡᲮᲓᲝᲛᲘᲡ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲒᲣᲨᲘᲜ ᲠᲝᲛ ᲓᲐᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲐ ᲓᲐᲕᲘᲗ ᲜᲐᲠᲛᲐᲜᲘᲐᲛ, ᲠᲝᲛ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲤᲐᲡᲘᲡ ᲙᲚᲔᲑᲐ, ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲛᲝᲐᲮᲓᲘᲜᲝᲜ ᲢᲐᲠᲘᲤᲔᲑᲘᲡ ᲙᲚᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ.“,

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები