1 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ახალი შტამი უკვე საქართველოშია! ძველ „ომიკრონთან“ შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია“ - გიორგი ფხაკაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს: „კოვიდის ახალი შტამი - "ომიკრონი" (BA.2) უკვე საქართველოშია. ძველ "ომიკრონთან" შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია. კოვიდგადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 "ომიკრონითაც"), ორჯერ აცრილები "ფაიზერით" და "სინოვაკი"/"სინოფარმით" (ამ ორმა ვაქცინამ საერთოდ დაკარგა ეფექტურობა) არ არიან დაცული.

არაერთი კვლევა უკვე დაიდო, რომ "სინოვაკის" და "სინოფარმის" ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის "ომიკრონის" ვარიანტისგან! დიახ, "სინოვაკმა" და "სინოფარმმა" დაკარგა ეფექტურობა კოვიდის "ომიკრონის" ვარიანტის მიმართ. ასევე ცნობილია, რომ მხოლოდ "ფაიზერის" მე-3 დოზა იძლევა 70-90%-იან დაცულობას და თუ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა (30-10%), ამ დაინფიცირებულებში სიკვდილიანობა არის მხოლოდ 0.1% და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით 1%.

ბოლო სიახლეები ასევე “ჯოგური იმუნიტეტის” შესახებ. კოვიდგადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან, განსაკუთრებით, "ომიკრონის" ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცელებულია საქართველოში!

რა ვქნათ: აიცერით მხოლოდ "ფაიზერით" ან "მოდერნას" ვაქცინით 3 დოზით! ორი დოზა "ფაიზერი" და "მოდერნა" ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). "სინოფარმი" და "სინოვაკი" საერთოდ ვერ გიცავთ 3 დოზაც. კოვიდგადატანილი “იმუნიტეტი” არ/ვერ გიცავთ და აიცერით "ფაიზერით" ან "მოდერნას" ვაქცინით 3 დოზით.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე.

დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

ხშირად დაიბანეთ ხელები.

გაანიავეთ ოთახები/შენობები ხშირად. იარეთ სუფთა ჰაერზე, ამით “დ” ვიტამინს მიიღებთ. მიირთვით ყოველდღიურად 5 სხვადასხვა ხილი/ბოსტნეული.

ამით ნატურალურად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. ჯანმრთელობას გისურვებთ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები