0 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„იღებს ცეცხლსასროლ იარაღს, იწყებს ზურგში სროლას, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა“ – პროკურორი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე

მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს – განაცხადა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც დღეს საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობდა.

მოსამართლის წინაშე ორივე მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც – გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე.

მათი უფლებადამცველების თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.

პროკურორმა კი დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე. მისი თქმით, 15 სექტემბერს (მკვლელობის დღე) დღის საათებში კვარაცხელია კურიერს ელოდებოდა რომ გამოწერილი ნივთი გამოერთმია.

“გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა. ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან. ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა. კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის.” თქვა პროკურორმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ, ორივე გადაჯდა აგლაძის ქუჩაზე დატოვებულ მანქანაში, მერე ტაქსებში და ადგილსამყოფელს ყოველდღე იცვლიდნენ.

მისივე თქმით, ჭელიძემ და კავილაძემ იარაღი და ტყვიები მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ასევე იქირავეს “ჰიუნდაი ელანტრა” და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ:

“მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების, როგორ გარბის კვარაცხელია მანქანის უკან და როგორ ესვრის მას ჭელიძეს, ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, ამ ყველაფერს მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ და თქვენც ზუსტად ეს განცდა დაგრჩებათ, რა განცდითაც ახლა გესაუბრებით. არც პატარა ვარ და არც ცოტა მინახავს, მსგავსი არ მინახავს, სპეცეფექტებით არის გადაღებული, რომ იტყვიან. ამ კამერას თქვენ წინაშე რომ გამოვიკვლევთ, მერე ვკითხოთ ბრალდებულებს, ეს ქმედება რატომ ჩაიდინეს. არამხოლოდ კამერას, თვითმხილველებს წარმოგიდგენთ…3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, პირიქით მას ყველა როგორც ნოვატორზე საუბრობს, მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს”,- განაცხადა პროკურორმა შაიშმელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...