0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,მერიას აქვს უამრავი აქტივობები, მაგრამ ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ.. უხეშად რომ ვთქვათ არის დაბლოკილი”

" მოგესალმებით, დიდიხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამასთან დაკავშირებით... უბრალოდ გუშინ საღამოს მთავარ ნაძვისხესთან გავიყვანეთ ბავშვები და იმხელა სიყვარული და სითბო ვიგრძენით და კითხვები თუ რატომ არსად საახალწლო კონცერტებზე თუ აქტივობებზე არ მონაწილეობს ემილია? აი ზუსტად მაგან გადამაწყვეტინა ამის დაწერა.

დარწმუნებული ვარ კარგად იცით თუ როგორ უყვართ ემილია ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, ემილიაც მათ მიმართ გამოხატავს ყოველთვის დიდ სიყვარულს, ვისაც კი შევხვედრილვართ თუნდაც ერთხელ კარგად მიხვდება თუ რას ვგულისხმობ.

ემილიას აქვს უკვე უამრავი სიმღერა, რომლებსაც თითო სიმღერას მილიონობით ნახვა აქვს, ბავშვებმა ეს სიმღერები იციან ზეპირად და ძალიან უყვართ. 

საახალწლოდ და არა მარტო საახალწლოდ მერიას და არა მარტო მერიას აქვს უამრავი აქტივობები, მაგრამ ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ. სამწუხაროდ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ემილია რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია თვითონ თავის ოჯახთან და მაყურებელთან ერთად, ღონისძიებებში და აქტივობებში უხეშად რომ ვთქვათ არის დაბლოკილი!

ქართველ ბავშვს, რომელსაც საქართველოში აქვს ჯამში 1 მილიარდამდე ნახვა აიგნორირებენ! შემიძლია ამაყადაც გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, მაგრამ მაინც მხოლოდ ჩვენი ძალებით კიდევ ვითარდებით.

მინდა მივმართო ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ვიცით რომ გსურთ კონცერტი ან აქტივობები, ჩვენც გვსურს ძალიან, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ძალებით ამის ორგანიზება არის რთული და შეუძლებელი, ვინც ამას უნდა გაუწიოს ორგანიზება პირველ რიგში თქვენთვის, სამწუხაროდ უბრალოდ არ სურთ! სხვა ახსნა მე ნამდვილად არ მაქვს!

იმაზე არც ვამახვილებ ყურადღებას, თუ რამდენი ქველმოქმედება აქვს ემილიას და მის ოჯახს გაკეთებული თავიანთი ძალებით და სახსრებით, რამოდენიმე მეგობრის ჩართულობით.

ტელევიზიებზეც მინდა ყურადღების გამახვილება, მხოლოდ 1-2 შემთხვევის გარდა ტელევიზიებში ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობენ ემილიას და ჩვენი ოჯახის ცუდად წარმოჩენას! რაზეც ყოველთვის თავშეკავებული ვუსმენდი და ვპასუხობდი. ამის შემდეგ თუ საერთოდ მოვალთ ტელევიზიაში გპირდებით, რომ არაადეკვატურ კითხვებზე და დისკრიმინაციისკენ მიმართულ კითხვებს ვუპასუხებთ უკვე ადეკვატურად როგორც დაიმსახურებთ! 

კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს და მთლიანად საქართველოს, მადლობა სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის! გილოცავთ კიდევ ერთხელ შობა-ახალ წელს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...