1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქალი, რომელიც რიგრიგობით იყო 7 ძმის ცოლი და შვილი არცერთთან ჰყოლია.."- ნახეთ, რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვენებს, სადაც წერს:

"ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, არავის ქორწინებას არ თანავუგრძნობ. თუ ქონებრივი საკითხია, დაქორწინების ნაცვლად, ადექი და გინდა შპს შექმენი, გინდა კოლმეურნეობა და თავიდანვე გაინაწილე "დოვლათი", მოკლედ რანაირი ტიპის ორგანიზაციაც გინდა შენი საშინაო მეურნეობისთვის. ქორწინება რომ გაუქმდეს, თან მიჰყვება მილიონი მანკიერება, - ათასნაირი ფორმის ანგარებით დაწყებული, ნეპოტიზმის მასშტაბით შემცირებული, ფემიციდ-ჰომიციდი, ყველაციდიც და ზემოდან კიდევ აშორდება ყველას სახლის კატად ქცევა, თავგადასავლების მაძიებელი სულის ჩაკვდომა, მოკრუხება და ღიპის დადება. გაუქმდება გულისტკენები და გულისწასვლები, - მიღალატეს კივილი და თმების წეწვა. არავინ არავის არ ღალატობს, უბრალოდ არავინ არავის პლუშის სათამაშო და კომოდი არ არის. საჭირო რომ ყოფილიყო, თავიდანვე დაქორწინებულებს გაგვაჩენდა ღმერთი. ხომ ვეგდეთ პლაცენტაში მარტოები და ხომ ჩაგვაგდებენ საფლავში მარტოებს, ხოდა "დასტოინად" რა... მოვინდომეთ შერწყმა და გადაზელვა ერთმანეთის კუთვნილ ერთადერთ საცოდავ სიცოცხლეებში. სიყვარულს მხოლოდ მოუხდება თავისუფლება. მთავარია შვილების სრულწლოვანებამდე არსებობდეს იურიდიული შეთანხმება, ვინ რა მოვალეობას აიღებს თავის თავზე. არაფერი დანარჩენი ერთად ყოფნის სურვილს არ სჭირდება და ვემხრობი ინიციატივას, საერთოდ გაუქმდეს ქორწინება. ხო, სახარებიდანაც გაიხსენეთ ქრისტეს იგავი, ფარისევლები რომ შეუჩნდებიან, ქალი, რომელიც რიგრიგობით იყო 7 ძმის ცოლი და შვილი არცერთთან ჰყოლია, "იქ" ვისი ცოლი იქნებაო. ქრისტე პასუხობს, - იქ ქორწინება არ არის.

მთლიანი იქნები "იქ" და ბარემ აქვე იყავი მთლიანი და თუ გინდა მთელი ცხოვრება გაატარე შენსავით მთლიანთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები