1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი - კარანტინში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარანტინის რეჟიმში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპებს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ , - ამის შესახებ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კორონავირუსით ინფიცირების 3.5 მილიონზე მეტი შემთხვევისა და 250 000-ზე მეტი გარდაცვლილის შესახებ შეატყობინეს ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. აპრილის დასაწყისიდან, ყოველ დღე ორგანიზაციას ინფიცირების 80 000 ახალი შემთხვევის შესახებ ატყობინებენ. თუმცა ეს უბრალოდ რიცხვები არ არის. თითოეული შემთხვევა არის დედა, მამა, შვილი, და, ძმა და მეგობარი. დასავლეთ ევროპაში შემთხვევების რიცხვი მცირდება, მაგრამ ახალი ინფიცირებულების შესახებ ყოველ დღე ინფორმაციას ვიღებთ აღმოსავლეთ ევროპიდან, აფრიკიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ამერიკიდან. ყველა რეგიონს და ქვეყანას შესაბამისი მიდგომა სჭირდება. პანდემიის გავლენა ბევრად სცდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემებს. მსოფლიოს გარშემო, პანდემიამ გამოიწვია აუცილებელი ჯანდაცვითი სერვისების ჩამოშლა... კარანტინში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ“, - განაცხადა მან.

WHO-ს ლიდერის თქმით, პანდემიამ გამოკვეთა ძლიერი ეროვნული ჯანდაცვითი სისტემის მნიშვნელობა, რაც გლობალური ჯანდაცვითი უსაფრთხოების საფუძველია.

„ძლიერი და მოქნილი ჯანდაცვის სისტემა საუკეთესი თავდაცვაა არა მხოლოდ ეპიდემიებისა და პანდემიების წინააღმდეგ, არამედ, მრავალი სხვა ჯანდაცვითი საფრთხეების წინააღმდეგაც, რომლის წინაშეც ხალხი ყოველ დღე დგას. დღევანდელი ტენდენციით კი, 2030 წლისთვის 5 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის მნიშვნელოვან ჯანდაცვით სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება, მათ შორის მედპერსონალის ნახვის, წამლის მიღებისა და საავადმყოფოებში უწყვეტი წყლის მიწოდების შესაძლებლობები. ასეთი პრობლემები არა მხოლოდ ერთეულების, ოჯახებისა და დასახლებების ჯანდაცვას უთხრის ძირს, ის ასევე რისკის ქვეშ აყენებს გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები