1 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომის პაპი:” ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალ იქნება”

ესპანურში ასეთი გამოთქმა არსებობს, „ღმერთი ყოველთვის გაპატიებს, ადამიანებიც ხანდახან გაპატიებენ, მაგრამ ბუნება არასდროს გაპატიებს“, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანსისკემ The Tablet-თან ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე? ვინმეს ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია“,-აღნიშნა პაპმა.

მისივე თქმით, ეს კრიზისი ყველას შეეხო და ახლა ერთობის დროა.

„ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალ იქნება. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილნი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ღარიბებს თითქოს ვერ ვხედავთ. იცით, ახლახანს რომის შუაგულში პოლიციელმა უთხრა კაცს, აქ რატომ ხარ, წადი სახლში და მან უპასუხა, მე სახლი არ მაქვს, ქუჩაში ვცხოვრობ... ღარიბთა დანახვა ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ნაგავი არ არიან, ისინი ადამიანები არიან. ჩვენ მათ ხშირად ისე ვექცევით, როგორც გადარჩენილ ცხოველებს. არ შეიძლება მარტო ნაწილობრივი კეთილდღეობის პოლიტიკა გქონდეს. ახლა სწორედ ის დროა, რომ მათთვის მიწის ქვეშ ჩახვიდე“, - განაცხადა პაპმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები