0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ... თქვენ მალე მოკვდებით... აქ ასე კვდებიან"

„ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. 

კარგად დახედეთ ბავშვებს დაჩაეხუტეთ. 

მოიკითხეთ დედა. 

დაურეკეთ მეგობრებს. 

გადახედეთ სახლისსაბუთებს, ხომ წესრიგშია. 

თქვენ მალე მოკვდებით. 

თქვენ მოკვდებით ავარიაში. 

ამ ქალაქში ხომ ასე კვდებიან. 

ერთ დღესაც დილით ისაუზმებთ, ოჯახთან ერთად, ბავშვებს ჩამოსვამთსკოლასთან, მერე სამსახურისკენ წახვალთ და მესამე დიდ საცობს რომ გამოცდებით, რომელიმე მოედნის წრეზე,გაუმართავი BMW-თი მაღალი სიჩქარით მომავალი, პატრულის პასიურობით გათავხედებული რომელიმეახალგაზრდა გზას არ დაგითმობთ და დაგეჯახებათ. 

სასწრაფოს კი დაუძახებენ, მაგრამ საცობების გამო ის 20წუთით დაიგვიანებს და თქვენ მოკვდებით. აქ ასე კვდებიან. ან, თუ მანქანას არ ატარებთ, შეიძლება ეს ყველაფერი ოდნავ განსხვავებულად მოხდეს. 

თქვენს სახლთან რომ ზებრაა, ავტობუსიდან ჩამომავალ ბავშვს რომ დახვდებით, რომელიმე დასიცხული და ტელეფონში თავჩარგულიმძღოლი ამ გადასასვლელთან არ გააჩერებს. მერე კი ძალიან ინანებს, თუმცა თქვენ ხომ უკვე მკვდარი იქნებით. 

შეიძლება ასე არ მოხდეს. თქვენ შეიძლება ფილტვების სიმსივნით მოკვდეთ. თქვენი სახლიდან ასე 200 მეტრში ხომბენზინგასამართი სადგურია, თქვენი კორპუსის წინ ხომ პატარა ბაღის მაგივრად დიდი მშენებლობაა, სამსახურისმერე კაფეში რომ სხედხართ მეგობრებთან ერთად, იმ ქუჩის პირას ჰაერში ჟანგბადზე მეტი საწამლავია - ამდაბინძურებულ წყაროთაგან რომელიმე აუცილებლად იმუშავებს.

 ამ ქალაქში ასე კვდებიან. 

თქვენიანები ეცდებიანგიშველონ, გერმანიაში გაგიშვან, ფული შეაგროვონ, მაგრამ გერმანელი ექიმები სევდიანად ხელებს გაასავსავებენ დაპროფესიონალურად საავადმყოფოს გადასახადს გამოგიწერენ. 

თქვენ აუცილებლად მოკვდებით, იმიტომ, რომამდენი დაბინძურების წყაროდან რომელიმე აუცილებლად გაიმარჯვებს. არა, შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირად მოხდეს. 

აი მომავალ კვირას ბავშვის გაცილებას რომ აპირებთექსკურსიაზე ანანურში, მანქანიდან რომ გადმოხვალთ, მათ ქუჩაზე გადასაყვანად, მარჯვნივ, ახალი მშენებლობისშუშები არ იქნება კარგად ჩასმული. 

ჩამოვარდება, დაგეცემათ და თქვენ ადგილზევე გარდაიცვლებით. პატრულიმოვა, შემთხვევის ადგილს შემოსაზრღვარვს, გამოიძებას დაიწყებენ, მაგრამ თქვენ უკვე ვეღარაფერს გიშველიან. კიდევ სხვა ვერსიებიც არსებობს. აი, ამდენი ხანი ცენტრალური გათბობის ფული რომ ვერ შეგიგროვებიათ, თქვენიძველი გაზის გამათბობელი ერთხელაც გაჟონავს და მთელი დილის რეკვის შემდეგ თქვენი მეგობრები შუადღისასგაზისაგან გაგუდულს გიპოვიან, სახლში მშვიდად მძინარეს. 

ან კიდევ სახლს სახანძრო კიბე ამოშენებული ექნება, ანარ ექნება საერთოდ და გაუმართავი ელექტრობის გამო დაწყებულ ცეცხლს ვერ გაექცევით. 

შეიძლება ასეც არმოხდეს, შეიძლება უბრალოდ საბანაოდ ჩახვიდეთ და არავინ გაგაფრთხილოთ, რომ იმ ადგილას მცოცავი ქვიშებიიცის და ბანაობა საშიშია. შემდეგ რამდენიმე დღე გეძებონ და გარდაცვლილი გიპოვონ. 

ან გააფთრებულმა ყოფილმამამამთილმა შეიძლება მოგკლათ, ან გადამტერებულმა მეწილემ. მაინც მოამზადეთ საუკეთესო ტანსაცმელი და ჩაეხუტეთ შვილებს. რადგან თქვენ მოკვდებით. თქვენ ფიქრობთ, რომეს თქვენ არ გემუქრებათ. 

არადა, ამ ქალაქში ასე კვდებიან. 

“ ანა დოლიძე, „სიკვდილით სავსე ქალაქი“, 

"ლიბერალი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები