2 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს „ბასიანში“ მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის“

ბერა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის მეგი გოცირიძეს პასუხობს.  გოცირიძის განცხადებით, ბერამ  "ბასიანი" ნამდვილ სასაკლაოდ აქცია. "პატარა გოგო-ბიჭების გვამები გამოაქვთ ბერას კლუბიდან!"-წერს მეგი გოცირიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი Facebook-ის გვერდზე უამრავი კომენტარი იწერება: პოზიტიურიც და ნეგატიურიც, კეთილის მსურველიც და კრიტიკულიც. ყველას აზრს გაგებით ვეკიდები და უკიდურესი ლანძღვისასაც კი ვცდილობ თავის შეკავებასა და შენდობას. მეგონა, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა უკვე დამაბრალეს და წაკითხული ან გაგონილი მქონდა, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს თუ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში დამადანაშაულებდნენ, ნამდვილად არ მეგონა. სწორედ ამ ბრალდებამ მაიძულა სტატუსის დაწერა.

მივმართავ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში. მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან. რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით - საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ.

მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება - ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.

დაბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება.

მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას.

მუდამ თქვენი ბერა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები