თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
შემოდგომა სწორედ ის დროა, როდესაც თქვენი ავტომობილი ცივი დღეების მოახლოებისთვის უნდა მოამზადოთ, რადგან ტემპერატურის ცვლილება ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება. უსაფრთხო გადაადგილებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია,ტემპერატურის კლებას სრულად გამართულიავტომობილით შეხვდეთ.
ცივი დღეებისთვის ავტომობილის შესამოწმებლად და გასამართად „თეგეტა მოტორსში“ სპეციალურიშეთავაზებები მოქმედებს. ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული აქციებია საბურავებზე, აკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებსა და სათადარიგო ნაწილებზე.
საბურავები
•სპეციალური ფასები შერჩეულ საბურავებზე
•20%-იანი ფასდაკლება BF Goodrich-ის საბურავებზე
•25%-იანი ფასდაკლება ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე
შეგახსენებთ, რომ ცვალებადი ამინდის პირობებშიერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალისწორად შერჩეული საბურავია. მისი ხარისხი, სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.
•25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე
•სპეციალური ფასები Macpower-ის აკუმულატორებზე
აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. თუკი აკუმულატორს სამუშაო რესურსი შემცირებული აქვს, ვერ შეძლებს ძრავის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამოყოფას და არასასიამოვნო სიტუაციების რისკი იზრდება. ამიტომ საჭიროა მისი რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.
საცხებ-საპოხი მასალები და ფილტრები
•25%-იანი ქეშბექი Mobil-ისა და Shell-ის ბრენდის ზეთებზე
•20%-იანი ფასდაკლება Petronas-ის ზეთებზე
•სპეციალური ფასი Lesta-ს ბრენდის ანტიფრიზზე
ტემპერატურის კლებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ძრავისა და გაგრილების სისტემის სითხეები. საჭიროა გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის დონისა და ხარისხის შემოწმება, რათაძრავის გაგრილების სისტემა დაცული იყოს.
ასევე უმნიშვნელოვანესია ძრავის ზეთის დონისა და რესურსის კონტროლი. არ შეიძლება, რომ კონკრეტული გარბენის შემდეგ ზეთი და ფილტრი არ შევცვალოთ,. რადგან ზეთი ასრულებს შეპოხვის ფუნქციას ძრავის მოძრავი დეტალებისთვის.
სათადარიგო ნაწილები
•სპეციალური ფასები მინამწმენდებზე
შემოდგომა გამოირჩევა ტემპერატურის კლებით და წვიმიანი ამინდებით. იმისათვის, რომ ნალექიან დღეებში უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ, ყველა ზემოჩამოთვლილ დეტალთან ერთად, საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საქარე მინამწმენდები. ის უზრუნველყოფს, რომ წვიმიან ამინდში ხილვადობა არ შეგეზღუდოთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შეთავაზებასთან ერთად, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შეგიძლიათ სპეციალური ფასებით შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის Total-ისა და Toptul-ის ხელსაწყოები და დანადგარები.გარდა ამისა, ჰაერისა და სალონის ფილტრის ყიდვის შემთხვევაში, მათი შეცვლა უფასო იქნება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები