1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ საიუბილეო სეზონს უმასპინძლებს.

წინანდლის ფესტივალი მეხუთე, საიუბილეო სეზონზე მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება. პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი სიმფონიური ორკესტრია, რომელიც რეგიონში რჩეული ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული.

წელს წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, თუმცა საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან.

„ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ხუთი წელი ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში. უაღრესად დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა, წელს კვლავ ეწვევა წინანდალს. ეს მნიშვნელოვანი შენაძენია ფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად მიღებული.“ – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.

საიუბილეო სეზონი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა გაუწევს დირიჟორობას. შესრულდება შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

11 დღიან პროგრამაში ვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისეთ გამოჩენილ სახელებს, როგორებიც არიან: მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ასევე ქართველი ვარსკვლავები: გიორგი გიგაშვილი და 13 წლის „ვუნდერკინდი“, ცოტნე ზედგენიძე. ორ კონცერტს გამართავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 2 სექტემბრის პროგრამა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. სცენაზე ვიხილავთ მეცო-სოპრანო ირინა შერეზადაშვილს და პიანისტ ნინო ჟვანიას. მსახიობ ნინო კასრაძის პერფორმანსი: ჟან კოქტო - „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს წინანდლის ფესტივალს.

წინანდლის ფესტივალის წიაღში 2019 წელს დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, წელს, მუსიკოსები 7 ქვეყნიდან უერთდებიან - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქმენეთი.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს წინანდლის ისტორიული მამულში, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნდა. გამორჩეული საკონცერტო პროგრამისა და კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, ფესტივალის დაარსების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები 25%-მდე ფასდაკლებით და დაესწრონ წინანდლის ფესტივალს.

ნაკრებების შესაძენად, უნდა დაუკავშირდნენ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე  032 2 27 27 00.

*ასევე, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, ფესტივალის ცალკეული ბილეთების შეძენა შეუძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ის ვებგვერდზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...