2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საერთაშორისო ტექ.კომპანია Thoughtworks-ი თიბისისთან წარმატებულ თანამშრომლობაზე წერს

1 წელია რაც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გასამარტივებლად თიბისიმ და წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რომ ტექნოლოგიურ რესურსებსა და ცოდნას იზიარებს ისეთი კომპანიისგან, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა დიდი და წარმატებული მოთამაშეები არიან.

 

Thoughworks-ი განვლილ პარტნიორობას აჯამებს და იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში თიბისის ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ განიცადა. პარტნიორობის შედეგად, ტრანსფორმაცია მეტად გამჭირვალე, სწრაფი და თანმიმდევრული გახდა. ტექნოლოგიური პროცესები გამარტივდა, გაიზარდა შიდა ტექ გუნდის მოტივაცია და კმაყოფილება.

 

თიბისის ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღმა გაუმჯობესებული სამომხმარებლო გამოცდილება დგას. ტექ-ტრანსფორმაციის პირდაპირი შედეგი მომხმარებელზე გადის, რომლისთვისაც სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, მიწოდებული ციფრული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხიც გაიზრდება და ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის.

 

Thoughtworks-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კლიენტების შერჩევა, რომელთან თანამშრომლობის პროცესიც ორმხრივ გამოცდილებასა და საჭირო უნარებს იძლევა. შესაბამისად, სტრატეგიული იყო გადაწყვეტა, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ოპერირება სწორედ TBC GROUP-თან თანამშრომლობით დაიწყო.

 

„ჩვენი ბიზნესების ყველაზე სტრატეგიულ სფეროებში საუკეთესო და სასურველი ხარისხის მიღწევაში Thoughworks-სთან პარტნიორობა დაგვეხმარა“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

 

„თიბისისთვის Thoughtworks-ი  მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობასაც გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ.“ - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.

 

თიბისი ჯგუფისა და Thoughtworks-ის პარტნიორობა, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების გარდა, საქართველოს მასშტაბით ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას უკვალავს გზას და სხვა ქართულ კომპანიებს წარმატებულ, გამოცდილ და პროფესიონალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველს უმზადებს.

 

სტატია- https://www.thoughtworks.com/clients/tbc-bank?utm_source=linkedin&utm_medium=social-organic&utm_campaign=client_story_tbc-bank_2024-01

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...