1 4 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

კრიმინალური გარჩევა სამგორში – მოკლულია 50 წლის მამაკაცი

მკვლელობა ნავთლუღში - შემთხვევა ჯანელიძის ქუჩაზე მოხდა და როგორც ცნობილი ხდება, 52 წლის პირი შურისძიების ნიადაგზე მოკლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ოჯახის ახლობელს - 1968 წელს დაბადებულ პირს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, პირი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულია 1965 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.

პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები