1 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა

იჩქარეთ, თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა.

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

 

წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით:

·         საუკეთესო პროდუქტი

·         საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

·         გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

·         გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :

·         გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

 

ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“.  UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევით ი კომპანია ANOVA.  

 

გამარჯვებულები დაჯილდოების ფინალური ღონისძიებაზე, დეკემბერში გამოვლინდება.

თუ ჯერ არ ხარ ბიზნესდაჯილდოების მონაწილე, განაცხადი შეგიძლია შეავსო აქ: https://www.businessaward.ge/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები