არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი „თეგეტა მ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
|
თიბისიმ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კონფერენციაში, რომელიც ზრუნვის ეკონომიკის მშენებლობისა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის საქართველოში დანერგვას ემსახურებოდა.
კონფერენცია გაიმართა გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა შეეხო, ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება, თანამშრომლების უფლებების და კეთილდღეობის დაცვა მათთვის მშობლის შვებულების ღირსეული პირობების შექმნით, გენდერული როლების ზეგავლენა საოჯახო საქმიანობასა და კარიერულ გზაზე, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
ზრუნვის პოლიტიკის და ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის განხოციელებაში კერძო სექტორს განსაკუთრებული როლი აქვს. სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოწვევების შესახებ თიბისის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა ისაუბრა. ნინომ ისაუბრა თიბისის მიერ მხარდაჭერილ და დანერგილ პროექტებზე, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ემსახურება. მან აუდიტორიას გააცნო თიბისი, კომპანია, რომელმაც მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის მოწინავე, პირველი ადგილი დაიკავა. ნინომ განმარტა თიბისის ღირებულებები და შიდა პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლების მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებას და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, რადგან თანამშრომლებისთვის ღირსეული, თანასწორი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე მუდმივად ვზრუნავთ. ვინაიდან თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 71% ქალია, ნებისმიერი პოლიტიკის და მიდგომის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია ქალებზე ზრუნვა და სამუშაო გარემოში და მის გარეთ მათი საჭიროებებისა და ვალდებულებების გათვალისწინება. თიბისიში ოჯახზე მორგებული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქალებისა და კაცების თანასწორი კარიერული განვითარებისა და მათი შრომითი პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერა. თიბისიში ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად, რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT). ამ მიმართულებებში ქალების ჩართულობის გასაზრდელად, თიბისი ახორციელებს როგორც შიდა, ისე არაერთ გარე ინიციატივას, როგორიცაა ჩვენი IT აკადემია, გრეის ჰოპერის დაჯილდოება, პროგრამა „500 ქალი ტექნოლოგიებში“ და სხვა. გარდა ამისა, თიბისიში თანამშრომლები იღებენ ანაზღაურებად მშობლის შვებულებას მათი სრული ანაზღაურების განაკვეთის საფუძველზე 183 ან 200 დღის განმავლობაში. ჩვენთან თანამშრომლების მშობლის შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც შვილად აყვანის, ასევე სუროგაციის დროსაც. დამატებით, ჩვენ გვაქვს მრავალშვილიანი და ახალდაქორწინებული თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერის და სპეციალური საშეღავათო პროგრამები.“ - განმარტავს ნინო მასურაშვილი.
თიბისი აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების, დასაქმებისა და სხვადასხვა უნარების გამომუშავების ხელშემწყობ პროექტებში. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქალთა როლის ზრდა, გაძლიერება და გენდერული თანასწორობის პროაქტიული და თანმიმდევრული ინტეგრაცია საქმიანობის ყველა ასპექტში - ორგანიზაციის შიგნით, ბაზარზე და ზოგადად საზოგადოებაში.
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები