1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით - ,,მოერიდეთ ცხოველურ პროდუქტებს, დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობისა და დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

დაავადება ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და ამიტომ ამირან გამყრელიძემ სწორედ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც ვუჰანში მიემგზავრება ან იქ უკვე იმოგზაურა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდანაა აღებული.

„ვინც მიდის ქალაქ ვუჰანში (ხაზს ვუსვამ, არა ყველა ჩინეთში წამსვლელისთვის): მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები; ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი რისკი შეუქნან თავიანთ ჯანმრთელობას. ხოლო, თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, აცნობეთ ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს,ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები; ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ატიპიური პნევმონიის არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ არის და აღნიშნული დაავადება სიმპტომურია, სიმძიმის მიხედვით. ასევე გამყრელიძის თქმით, მასთან მიმართებაში ჩვენი ექიმები, ინფექციონისტები კარგად არიან გათვიცნობიერებულები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები