1 4 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროკავშირი მზადაა უკრაინას 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი მიაწოდოს, თუმცა ერთი პირობით – Bloomberg

ევროკავშირმა გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინას დახმარების სახით გამოუყოს 50 მილიარდი ევრო ქვეყნის აღდგენისთვის. განცხადება დონორთა სამიტის წინა დღეს გაკეთდა, რომელიც ამ კვირაში ლონდონში გაიმართება.

Bloomberg-ის ცნობით, პაკეტის ნაწილი მოხმარდება უკრაინის მიმდინარე ხარჯებს, როგორიცაა ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებები.

პაკეტი დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით. ბრიტანეთი, დონორების სამიტის მასპინძელი ქვეყანა, ასევე აპირებს მონაწილეობა მიიღოს დახმარებაში გაფართოებული მექანიზმების ფარგლებში, რომელიც  შეხვედრაზე განიხილება.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 მილიარდი ევრო გამოიყოფა გრანტებისა და შეღავათიანი სესხების სახით, მაგრამ იმ პირობით, რომ უკრაინა ქვეყანაში არაერთ რეფორმას განახორციელებს, მათ შორის ანტიკორუფციულს.

რეკონსტრუქციის გეგმის ავტორების აზრით (ასე ეძახიან ევროკავშირის კულუარებში მრავალმილიარდ დოლარიან პაკეტს), უკრაინას რეფორმები სჭირდება არა მხოლოდ კონკრეტული დახმარების მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ  ევროკავშირის წევრობის გზას დაადგეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები