1 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მადერა ჯორჯია“ ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ხის ავეჯის, დეკორატიული პანელებისა და ხის მასიური დეტალების საწარმო „მადერა ჯორჯია“ აქტიურად აგრძელებს განვითარებას. სულ მალე, კომპანია ახალი საწარმოდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს.

„მადერა ჯორჯიას“ საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა დ საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 2.19 მლნ.-მდე ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ახალ საწარმოს ქუთაისში აშენებს.

“„მადერა ჯორჯია“ საწარმოო პროცესში საქართველოს რეგიონებში არსებული ძველი ხის სახლების მშენებლობაში გამოყენებულ მეორად მუხას მოიხმარს, კომპანიის დევიზია „ძველი ხის ახალი სიცოცხლე“. კომპანია ავეჯს, პანელებსა და პარკეტს აწარმოებს. ადგილობრივ ბაზარზე, „მადერა ჯორჯია“ არაერთ სასტუმროსა და სხვა ობიექტების პროექტებს უზრუნველყოფს ავეჯითა და სხვა ხის პროდუქციით. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ახორციელებს ექსპორტს გერმანიაში, ჰოლანდიაში, ისრაელსა და თურქეთში”,-აცხადებს დავით ქარქაშაძე, “მადერა ჯორჯიას“ დამფუძნებელი.

„მადერა ჯორჯია დაარსების დღიდან თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან. უკვე 18 წელია, ჩვენს პარტნიორთან ერთად ვავითარებთ ბიზნესს - შევიძინეთ ხის გადამამუშავებელი დაზგა-დანადგარები, გავაფართოვეთ საწარმოო სივრცე, ავაშენეთ ნედლეულის სასაწყობე ფართი და ამჟამად ვაშენებთ კიდევ ერთ საწარმოს. სამომავლოდ, ვგეგმავთ ახალ ბაზარზე გასატანი პროდუქციის წარმოებაც დავიწყოთ“, - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს საინტერესო პროექტების მხარდაჭერას. ჩვენი და „მადერა ჯორჯიას“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებას. „მადერა ჯორჯიას“ მიერ დამზადებულ პროდუქციას რესტავრირებული სახე აქვს, რაც დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სამომავლოდ კი „მადერა ჯორჯიას“ მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ექსპორტი ევროპასა და ისრაელში, როგორც რაოდენობის, ისე ახალი ასორტიმენტის დამატების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, ახალი საწარმო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიას ამ და სხვა გეგმების განხორციელებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები