თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
|
„პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსოფლიო კონკურსში გადაეცა. საერთაშორისო კონკურსში „პორშე ცენტრი თბილისი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებიდან მეორე ადგილზე გავიდა.
Porsche After Sales World Challenge წელს ლისაბონში გაიმართა და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები წლის ბოლოს სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. Porsche After Sales World Challenge-ის კონკურსში ჟიური გამარჯვებულებს 5 მთავარი კრიტერიუმის მიხედვით არჩევს, რაც მოიცავს როგორც სერვისის გამართულობას, ისე სათადარიგო ნაწილების ბიზნესსა და მარკეტინგულ აქტივობებს.
ირაკლი იმნაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი: „Porsche After Sales World Challenge არის კონკურსი, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. 27 ბაზარს შორის საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. კონკურსში საქართველოს ჩვენ, „პორშე ცენტრი თბილისი“, წარმოვადგენდით და კონკურენციას ვუწევდით ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებს.
ეს არის კონკურსი, სადაც არანაირი მონეტარული ინტერესი არ არსებობს, მიზანი მხოლოდ კომპანიის პრესტიჟი და ქვეყნის პოპულარიზაციაა. ვფიქრობ, რომ პორშეს სამყაროში მოპოვებული ამ ისტორიული აღიარების შემდეგ, პორშეს სათავო ოფისიდან „პორშე ცენტრი თბილისის“ მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ აღიარების შემდეგ ჩვენს გუნდს პირველი ადგილის ამბიციაც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებამ უფრო მეტი გამოწვევაც დაგვისახა. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მოწინავე ადგილი და საუკეთესო შემთხვევაში ვიბრძოლოთ მსოფლიოში პირველობისთვის“.
„პორშე ცენტრი თბილისის“ მსოფლიო აღიარების შემდეგ საქართველო პორშეს სამყაროში საპატიო ადგილზე მოინიშნა. ბრენდის ქართული წარმომადგენლობა კი იმ ქვეყნებს შორის ჩაიწერა, რომლებიც მოწინავეები არიან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით.
__
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...
თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
კომენტარები