თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
|
იაპონიის იმპერატორის 64 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება 22 თებერვალს, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა.
იაპონური გამორჩეული საავტომობილო ბრენდი „მაზდა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან შემოვიდა, რომლის ოფიციალური და ერთადერთი წარმომადგენელიც საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“.
იმპერატორის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მიმართა. მიღებას ესწრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერი. იაპონელი ხალხის ეროვნული დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს და აღრმავებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა კი ადასტურებს, რომ „მაზდა ცენტრი თეგეტა“ რეგიონში იაპონური ბრენდის გამორჩეული წარმომადგენელია.
„მაზდა“, როგორც ბრენდი, 100 წელზე მეტია არსებობს და დიდი მემკვიდრეობის მფლობელია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების შემქმნელი და ავტოინდუსტრიაში არაერთი ინოვაციის შემომტანია. საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმდგენი კი უკვე წლებია სწორედ „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. ვცდილობთ, საერთაშორისო ინოვაციები ქართული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ მიზნით სისტემატურად ვნერგავთ სიახლეებს და მომხმარებელს ახალ მოდელებს ვთავაზობთ. მაგალითად, გასულ წელს ბაზარს ორი ახალი ავტომობილი - CX60 და CX90 შევთავაზეთ. წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებია - გვსურს, ფეხი ავუწყოთ იაპონური ბრენდის ტენდენციებს და სამოდელო რიგს ჰიბრიდავტომობილები შევმატოთ“.
მიღებაზე „მაზდას“ კუთხესთან სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. ღონისძიება Pullman Tbilisi-ში გაიმართა.
ცნობისთვის, იაპონიის საიმპერატორო ტახტზე აკიჰიტოს უფროსი შვილი, ნარუჰიტო 2019 წელს ავიდა, რის შემდეგაც იაპონიაში ახალი „რეივას“ ეპოქა დაიწყო, რაც ჰარმონიასა და წესრიგს ნიშნავს. ის იაპონიის რიგით 126-ე იმპერატორია. იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იაპონიის საელჩო ყოველწლიურად, როგორც იაპონელი ხალხის ერთიანობის სიმბოლოს, მის პატივსაცემად მართავს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...
თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები