თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
|
Globalize-ის რიგით მეოთხე კონფერენცია სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველზე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება Google Cloud Campus-ში ჩატარდა და ქართულ და ამერიკულ დიასპორას, სილიკონ ველის ინვესტორებს, ადგილობრივი ტექქომუნითის, სტარტაპებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. დამსწრე აუდიტორიას 10-მა ქართულმა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესიდეა გააცნო.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კონფერენცია იყო, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა გლობალურ აუდიტორიას ბიზნეს გამოცდილება გაუზიარეს. სპიკერებს შორის იყო „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი. ნიკა კოხოძემ ისაუბრა ციფრულ რეალობაზე და ამ სამყაროში „თეგეტა ჰოლდინგის“ ხედვასა და გამოცდილებაზე.
ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი: „თეგეტა, როგორც მულტიბრენდული კომპანია, გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, ციფრული მიმართულებითაც შევინარჩუნოთ თეგეტას სტანდარტი და ხარისხი. დიგიტალიზაცია ავტოინდუსტრიაში - სწორედ ეს იყო თეგეტას მთავარი სათქმელი Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებში. ამ მიმართულებით ჰოლდინგში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. სწორედ „თეგეტაა“ პირველი, ვინც საქართველოს ბაზარზე ავტომობილების ონლაინ შერჩევისა და ყიდვის შესაძლებლობა შექმნა. ასეთ ინოვაციებზე დგას ჩვენი სამომავლო გეგმები დიგიტალიზაციის მიმართულებით.
რაც შეეხება კალიფორნიაში, Google Cloud Campus-ში, გამართულ ღონისძიებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას. თეგეტას მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე სხვადასხვა ქართულ სტარტაპს მიეცა შესაძლებლობა, თავისი პროდუქტი უცხოელი ინვესტორებისთვის გაეცნო, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი სამომავლო განვითარებისთვის“.
ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგში“ აქტიურად ინერგება სხვადასხვა სერვისი. მათ შორის მნიშვნელოვანია E-commerce მიმართულება და თეგეტას ონლაინ მაღაზია shop.tegetamotors.ge. კომპანიის სერვის ცენტრებში პროცესები უკვე მაქსიმალურად დიგიტალიზებულია, დანერგილია რიგების მართვის სისტემა, მწვანე ოფისის კონცეფციის ფარგლებში კი ფურცლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. მხოლოდ 2022 წელს ამ პროექტის შედეგად 1000-ამდე ხე გადაურჩ ამოჭრას.
Globalize-ის მეოთხე კონფერენციას, სადაც „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრულ ტრანსფორმაციაზე გაკეთდა აქცენტი, 300-ამდე სტუმარი დაესწრო. Globalize არის ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-ამდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ, ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-ამდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზემეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...
თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები