1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

განათლება, ახალი თაობა, ტექნოლოგიები, თანამედროვე პროფესიები

 

მას შემდეგ რაც თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, ზაფხულში, საქართველოს 11 რეგიონიდან 600-მა უფროსკლასელმა წარმატებით დაასრულა, თიბისის გუნდი ახალი და უფრო მასშტაბური კურსების დაწყებას აანონსებს.

დღეს, ტექნოლოგიები ცვლის მსოფლიოს და ახალ რეალობაში გადაჰყავს ადამიანი. ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროში. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, მიიღოს ხარისხიანი ცოდნა მომავლის პროფესიებზე და მოიპოვოს სრული დაფინანსება ტექნოლოგიების შემსწავლელ 9 ონლაინ კურსზე.

„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს, ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. განათლების პროგრამის პირველმა ეტაპმა, ახალი თაობის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოავლინა ციფრული ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების შესწავლის მიმართ. სწორედ ამიტომ, კურსების არჩევანი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

გაეცანით და აარჩიეთ თიბისის განათლების პროგრამის კურსები:

·         ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML; CSS) - კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (HTML,CSS), რომლის გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს. პრაქტიკული კურსის ბოლოს, იმუშავებ ფინალურ პროექტზე და დამოუკიდებლად შექმნი ვებგვერდს.

·         ვებგვერდების პროგრამირება (Back End: Python) - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენის, Python-ის საწყისების შემსწავლელი, პრაქტიკული კურსია, სადაც ისწავლი ვებგვერდის Backend-ის ნაწილის აწყობას და თავადაც შექმნი ვებგვერდს.

·         მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა - კურსის მიზანია, ახალ თაობას შევძინოთ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მოლაპარაკე პროგრამების შესაქმნელადაა საჭირო. ფინალურ ეტაპზე მონაწილეები დამოუკიდებლად შექმნიან ჩატბოტს.

·         კომპიუტერული თამაშების შექმნა - კურსის განმავლობაში გაეცნობი თამაშების შესაქმნელ გარემოს - love2D, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია 2D თამაშების შექმნა. ისწავლი თამაშის სცენარის შემუშავებას და მის პირველად ტესტირებას. თამაშის დაპროგრამებას, კი პროგრამული ენის - lua-ს საშუალებით შეძლებ.

·         მობილური აპლიკაციების შექმნა (App Inventor) - ამ კურსის ფარგლებში, ისწავლი როგორც პროგრამირების საწყისებს, ასევე სხვადასხვა მობილური მოწყობილების მუშაობის ძირითად პრინციპებს. კურსის დასრულების შემდეგ, თავად შექმნი მობილურ აპლიკაციას Android მოწყობილობისათვის.

·         ციფრული კომუნიკაცია - ამ კურსზე სწავლისას გაეცნობი სოციალურ მედიასთან და ზოგადად ინტერნეტ კულტურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ონლაინ კამპანიას.

·         ვიზუალური კომუნიკაცია (ვიდეოგრაფია; ფოტოგრაფია) - გაეცნობი სხვადასხვა ვიდეო-სამონტაჟო პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად Adobe Express, Lightroom, CapCut და ა.შ. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ფოტო/ვიდეო გადაღებას და  თავად მოჰყვები ამბავს გამოსახულების საშუალებით.

·         გრაფიკული დიზაინი - ამ კურსზე ისწავლი და პრაქტიკაში გამოიყენებ Adobe-ს შედარებით ახალ პროდუქტს - Adobe Express. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შექმნი გრაფიკული დიზაინის პროდუქტებს.

·         UI/UX დიზაინი - ისწავლი UI/UX დიზაინის პრინციპებს და იმუშავებ Figma-ს გარემოში. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შეიმუშავებ ვებგვერდის დიზაინს.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.

კურსები სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 11-დან 19 სექტემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...