1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იაპონური ბრენდის ახალი განაცხადი - Mazda CX60 საქართველოშია

კიდევ უფრო დახვეწილი და  გამორჩეული - „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში ახალი ავტომობილი წარადგინა. „ველნეს კურორტ ბიოლიში“ Mazda-ს პრემიუმ მოდელის CX60-ის შესაძლებლობები პირველად მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ ახალი ავტომობილი, გასცნობოდნენ მის შესაძლებლობებსა და დიზაინის სიახლეებს.

Mazda CX60 პრემიუმ კლასის მოდელია, რაც გამოიხატება როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში, ასევე მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში. Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში იაპონური ბრენდის ახალი მოდელი უკვე წარვადგინეთ. ამ ავტომობილში, პირველად Mazda-ს ისტორიაში, შემუშავდა უკანა წამყვანი ხიდების სისტემა ქროსოვერზე.  Miled Hybrid ძრავა, ცხადია, ნიშნავს ნაკლებ წვას, ნაკლებ გამონაბოლქვსა და, შესაბამისად, ნაკლებ ზიანს გარემოსათვის.

Mazda მომხმარებლებს სთავაზობს ტექნოლოგიას SKYACTIVE, რომელიც გამოიყენება ავტომობილის დაკიდების სისტემაში, გადაცემათა კოლოფში და რაც მთავარია, ძრავაში. ეს კი განაპირობებს მაღალ სიმძლავრეს, მაქსიმალურ ეფექტიანობას, საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და მცირე გამონაბოლქვს“.

Mazda CX60 აღჭურვილია სახის ამოცნობის ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილის სალონშია დამონტაჟებული. მეხსიერების პაკეტი მანქანებში ახალი სპეციფიკაცია არ არის, თუმცა მაზდას შემთხვევაში ის დაკავშირებული იქნება სახის ამოცნობის სისტემასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ავტომატურად მიიღებს დამახსოვრებულ კონფიგურაციას მას შემდეგ, რაც მძღოლს ამოიცნობს. ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ ის ავტომატურად გასწევს სავარძელს უკან იმისათვის, რომ მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა გაუადვილოს.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „აღსანიშნავია, რომ Mazda CX60-ით პრემიუმ ავტომობილების სეგმენტში გადავიდა. ყურადღება დეტალებისადმი, დიზაინის ფილოსოფია, რომელიც Mazda-ს იაპონური მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს, მასალების სელექცია, რომლებიც გამოყენებულია ავტომობილში, მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებული უსაფრთხოებისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს იმას, რომ Mazda-ს ეს მოდელი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების სიას სამართლიანად იკავებს“.  

საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე Mazda CX60-ის Miled Hybrid და ბენზინის (skyctive) მოდელებია წარმოდგენილი. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ უახლოეს პერიოდში Plug In Hybrid ვერსიის შემოყვანას გეგმავს.

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...