1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა გარემოსთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

Meliora 2022-ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა. კონკურსში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია პროექტით „თეგეტა გარემოსთვის“ მონაწილეობდა. ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსზე საუკეთესოები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. Meliora 2022-ის რიგით მეოთხე ცერემონიაზე კომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივებისთვის დაჯილდოვდნენ.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ძალიან სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. თეგეტასათვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეტიც, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენი CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც სიამოვნებით ჩავერთეთ კონკურსში და მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო ჟიურის საუკეთესო შეფასება დავიმსახურეთ, როგორც მსხვილმა კომპანიამ. ვიმედოვნებთ, სხვა ბიზნესებისთვისაც შევძლებთ მაგალითის მიცემას მდგრადი განვითარების  მიზნების მისაღწევად. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და კონკურსში ჩართულ პირებს „თეგეტას“ პროექტებით დაინტერესებისა და ჯილდოსთვის“.

 

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა. წლევანდელ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს. Meliora-ს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მონაწილე ჰყავს. წელს კონკურსში, სულ, 60 კომპანია ჩაერთო, ჯამში, 80 პროექტით.

„თეგეტა ჰოლდინგი“ წარდგენილი იყო პროექტით „თეგეტა გარემოსთვის“, რომელიც კომპანიის „მწვანე ინიციატივებს“ აერთიანებს.

ჰოლდინგი თავისი საქმიანობიდან მიღებულ ნარჩენებს ეფექტიანად მართავს. ამ მიზნით შეიქმნა თეგეტას შემადგენლობაში ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთის, მეორადი საბურავისა და აკუმულატორის შეგროვებას და აღდგენა-გადამუშავების მიზნით ნებართვის მქონე კომპანიებისთვის გადაცემას.

„თეგეტა ჰოლდინგი“ მწვანე ოფისის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. ოფისებსა და სერვისცენტრებში მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებას უზრუნველყოფს და პარტნიორ საწარმოებს აბარებს.

ჰოლდინგი, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, თითოეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს თანამედროვე სტანდარტით ახორციელებს. ეს, პირველ რიგში, მშენებლობის პროცესში ენერგოეფექტურობის კომპონენტს გულისხმობს.

ამასთანავე, თეგეტა, შვილობილ კომპანიებთან ერთად, ხელს უწყობს ელექტრომობილების - გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი ავტომობილების პოპულარიზაციას და მომხმარებელს მასზე მორგებულ შესაბამის ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

ამ პროექტების საფუძველზე მიიღო საერთაშორისო ჟიურიმ გადაწყვეტილება და „თეგეტა ჰოლდინგი“ კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ გამარჯვებულად დაასახელა.

 

ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორი:კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესკომპანიებისათვის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან აქტიურ მონაწილეობას გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული საკითხების გადაჭრაში. შესაბამისად, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნესკომპანიებს, უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნონ ისინი საზოგადოებას“.

დაჯილდოების ღონისძიებას კი 250 სტუმარი ესწრებოდა მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...