1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Petronas-ის ეკომეგობრული შეფუთვა გარემოს დასაცავად

საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი Petronas საავტომობილო ზეთების შეფუთვაში  15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს, შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს.

ცოტა ხნის წინ ბრენდმა სრულიად ინოვაციური, ეკომეგობრული შეფუთვა, Bag-in-Box წარადგინა. საავტომობილო ზეთების ახალ  შეფუთვაში 92%-ით ნაკლები პლასტმასა იქნება გამოყენებული.

„თეგეტა მოტორსში“, რომელიც 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, აცხადებენ, რომ „პეტრონასის“ ეკომეგობრული შეფუთვა საქართველოშიც მალე გამოჩნდება.

ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „დღეისათვის „პეტრონასის საავტომობილო ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლები პლასტმასაა გამოყენებული. სწორედ ამიტომ  არის ეს შეფუთვა ჩვეულზე უფრო თხელი. ცხადია, ეს არ ნიშნავს ნაკლებად ხარისხიანს. ამ ფორმით კომპანია ზრუნავს გარემოზე, რადგან ვიცით, როგორი რთულია პლასტმასის გადამუშავება . რეალურად, მომხმარებელს სჭირდება და მისთვის მნიშვნელოვანია არა პლასტმასის შეფუთვა, არამედ პრემიურ ხარისხის ზეთი, რომელიც მასში ასხია.

„პეტრონასის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვა ორი ელემენტისგან შედგება: შიდა ჩანთა და გარე ყუთი, რომელიც გოფრირებული მუყაოსგან არის დამზადებული. ახალ შეფუთვაში 92%-ით ნაკლები პლასტმასა გამოყენებული, რაც პროდუქტს იცავს დაზიანებისა და სინათლის ზემოქმედებისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ Bag-in-Box შეფუთვა ყველაზე მდგრადი ალტერნატივა, რომელიც ნახშირბადის შემცირების საშუალებას იძლევა“.

მომავალი, რომელსაც „პეტრონასი“ ხედავს, აუცილებლად უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული გარემოს დაცვასა და სიმწვანეზე. მსოფლიოს მასშტაბით, „პეტრონასს“ 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. PETRONAS სამგზავრო მანქანების ძრავებისთვის საავტომობილო ზეთების პრემიუმ PETRONAS Syntium ხაზს °CoolTech™ ტექნოლოგიით აწარმოებს. პროფესიონალურად შემუშავებული ეს საავტომობილო ზეთი იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...