2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეაჯამეს. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, ვალუტის კურსი, სექტორული ტენდენციები და 2023 წლის ეკონომიკური მოლოდინები მიმოიხილეს.

 

ბოლო პერიოდში სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მართალია რუსეთის წილი მომატებულია, ძირითადად მიგრანტებისა და გზავნილე ბის ხარჯზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოდინებები სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება.

 

ამასთან, მიგრანტების დიდი ნაწილი შემოსავალს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. თიბისის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების 48%, რომლებისთვისაც თიბისი ბანკის მომხმარებელი მიგრანტები მუშაობენ - საერთაშორისოა,  29% - ქართული, 22% - კი რუსული.

 

ასევე გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას, 33%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, 15% კი - 1-2 წლის განმავლობაში განიხილავს საქართველოს რეზიდენტობას.

 

რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს - 5.6%, 2024-ში კი 4.8% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 2023-ში - 2.6%, 2024-ში კი 3.0% იქნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.60, 2024-ში კი - 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.91, 2024 წელს კი 3.08 არის ნავარაუდები. თიბისი კაპიტალის ლარის პროგნოზის მიხედვით, სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნების მიუხედავად, ლარის გამყარება საბაზო სცენარი არ არის.

 

რომ შევაჯამოთ, თიბისი კაპიტალის 2022 წლის დეკემბრის მაკრო-სექტორული მიმოხილვის შემდეგ: ევრო აშშ დოლარის მიმართებით გამყარდა, აშშ დოლარის მთავარი განაკვეთი შემცირდა, მიგრანტების გადინება წელს ნაკლებ სავარაუდოა, ეკონომიკის ზრდა ნორმალიზდება, ინფლაცია დაბალია, ლარი კი „წონასწორულ“ ნიშნულს გასცდა.

 

რაც შეეხება თიბისი კაპიტალის სექტორულ განახლებას, 2023 წელს სამომხმარებლო სექტორის ყველა ქვედარგში (FMCG, გარეთ კვება, ფარმაცია, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) დანახარჯების ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აღნიშნული პროდუქციის გაზრდილი მოხმარებით, მიგრანტების დასახლებითა და ტურიზმის ძლიერი აღდგენით იქნება გამოწვეული.

 

2023 წლის პირველ კვარტალში, ყველაზე მეტი დანახარჯი სურსათსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე - 21.8 მილიარდი ლარი, შემდეგ კი გარეთ კვებაზე - 4.6 მილიარდი ლარი მოდის. გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მეტად ხარჯვა სწორედ სურსათისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მიმართულებით გაზიარდა. 2023 წლის მონაცემებით,  აღნიშნული მონაცემი 2022 წელს - 18.6 მილიარდ ლარს, 2021 წელს კი 13.6 მილიარდ ლარს შეადგენდა. სამომხმარებლო სექტორში მოსახლეობის დანახარჯების ზრდის ტენდენცია 2023 წელს შენარჩუნდება და 15%-ით გაიზრდება.

 

მიგრანტების რაოდენობა საქართველოში 2022 წლის მსგავსად, 2023-შიც 115 000-ია, თუმცა მიმდინარე წელს, მათი დანახარჯებში წილის 5.8%-მდე -  1.66 მილიონ დოლარამდე მატებაა მოსალოდნელი.

 

2023 წლის პირველ კვარტალში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები კვლავ მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ხარჯვის მაჩვენებელს. სასტუმროში გადახდები და გარეთ კვება არარეზიდენტებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალშიც უმსხვილეს ხარჯვით კატეგორიად რჩება.

 

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, სასტუმროზე გაწეული დანახარჯების უმეტესი ნაწილი მოდის ბიუჯეტური - 0-3 ვარსკვლავის რეიტინგის მქონე სასტუმროებზე. საქართველოს დიდ სასტუმროებში ფასის ზრდის ტენდენცია 2023 წლის პირველ თვეებშიც გრძელდება და 2023 წელს ფასი დოლარში, 2019 წლის დონეს გადააჭარბებს.

 

2023 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს. თებერვალში გასაყიდი ფასის წლიურმა ზრდამ - 30%, ქირის ფასის ზრდამ კი 125% შეადგინა, რისი ძირითადი ფაქტორებიც  მაღალი ამონაგები, კურსის გამყარება, სამშენებლო მასალების ფასების ზრდა და მიგრანტების ქვეყანაში დარჩენაა.

2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისში და ბათუმში შეძენილი ბინების წილი გაიზარდა, რაც პანდემიის დასრულებამ, მიგრაციამ და მაღალმა ამონაგებმა განაპირობა. 2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების 7% რუსეთის მოქალაქეებმა,  9% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ბათუმში გაყიდული ბინების 24% - რუსეთის მოქალაქეებმა, 30%  კი - სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

 

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა. შესაბამისად, ინვესტორებისთვის გაიზარდა მისი მიმზიდველობა დაზოგვის სხვა საშუალებებთან შედარებით. საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასისა და გაყიდვების რაოდენობის კორექცია ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყება. ბინების ქირის ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7%-ით დაიკლებს. ბინების გასაყიდი ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1%-ით მოიმატებს. ბინების გაყიდვები კი, 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 3%-ით დაიკლებს.

 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...