2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

#ერთადმოვდივართ - ტოიოტა ცენტრი თეგეტამ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კომპანიის დაარსებიდან 9 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ სერვისცენტრში ღონისძიება გამართა და ლოიალურ მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს უმასპინძლა. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმმა კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათკამპანიის #ერთადმოვდივართ ფარგლებში გადაღებული ფილმი „პალტუსი“, რომლის მთავარი ლაიტმოტივიც მოგონებებია. ფილმით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება იყოს მფლობელისთვის ავტომობილი და რამდენ საინტერესო მოგონებას შეიძლება ინახავდეს ის. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ადამიანებთან ერთად, სწორედ მანქანაა - ავტომობილი, როგორც მოგონებების  ნაწილი. სიუჟეტი ერთი მნიშვნელოვანი ამბის გარშემო ვითარდება, რომელიც ფილმის ძირითად პერსონაჟებს, ძმებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ. ფილმის მთავარი რეჟისორი დათო ბორჩხაძეა, სცენარის ავტორი - ლაშა მილორავა, დამდგმელი ოპერატორი კი - გოგა დევდარიანი.

 

 

ლაშა მილორავა, სცენარისტი: „საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ბრენდმა თავისი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და მომხმარებელსწარუდგინა. ძალიან საინტერესო იყო „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან“ ერთად ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, ამ ფილმით,„პალტუსით“, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ, რაც ერთობლივი თავდაუზოგავი შრომის შედეგია“.

 

ღონისძიების სტუმრებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალურმა დირექტორმა, მარიამ მელიაშვილმა, 2014 წლიდან დღემდე კომპანიის განვითარების განვლილი გზა და ისტორია გააცნო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაა. „ტოიოტას“მარკის ავტომობილების სანდოობასთან ერთად კი, ამის მთავარ წინაპირობად მომხმარებლისთვის შექმნილი განსაკუთრებული გარემო და კომფორტული მომსახურება იქცა. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი:

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გასული 9 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა. შევძელით და გავხდით იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა საქართველოში. ამ მიღწევების აღსანიშნავად გვინდოდა, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ „ტოიოტა“ ხარისხისა და გამძლეობის სიმბოლოა. ფილმის იდეაც ასეთია: ნივთი მაშინ ხდება ნივთზე უფრო მეტი, როდესაც ის მოგონებებთანაა დაკავშირებული, „ტოიოტა“ კი სწორედ ის ავტომობილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ის მანქანაზე უფრო მეტია, მეგობარია, რომელთანაც ბევრი მოგონება გვაკავშირებს და რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მოვდივართ. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, ფილმის პრემიერა ნამდვილ კინოთეატრში გაგვემართა, თუმცა მივიჩნიეთ, რომ მისი ჩვენება მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობგარემოში, ჩვენს შოურუმში, უკეთესი იქნებოდა“.

 

 

#ერთადმოვდივართ კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიების ბოლოს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებისთვის საგანგებო მიღება გამართა და  გათამაშებაც მოაწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.  

 

-- 

 

„თეგეტა ჰოლდინგის“  შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს

ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება

სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია

მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის

ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას.სერვისი

აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...