2 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსი“ თანამედროვე დანადგარების გაყიდვებში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  თანამედროვე, ინოვაციური დანადგარები და სასაწყობე მოწყობილობებია. მათ რეალიზაციას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში „თეგეტა მოტორსი“ ახდენს. პრემიუმ ბრენდების გაყიდვების გარდა, კომპანიის გამოცდილი გუნდი დანადგარების ტექნიკურ მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: „ჩვენი მთავარი მიზანი ბიზნესის ხელშეწყობა და პროცესების გამართული მუშაობაა. საჭიროების მიხედვით, მათ სხვადასხვა ტიპის საავტომობილო ამწეებს, სადიაგნოსტიკო აპარატებს, ავტომობილის გასაჭიმ რობოტებსა და სხვა თანამედროვე დანადგარებს ვაწვდით. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ სასაწყობე მეურნეობის სრულად აღჭურვისთვის საჭირო ინვენტარს. გვაქვს ხელის, პნევმატიკური, ელექტრო და სპეციალური DIY ინსტრუმენტები, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო. რაც ყველაზე მთავარია, საგარანტიო პერიოდში მომხმარებელს სრულიად უფასოდ ვემსახურებით და შესაბამისად, სათადარიგო დეტალსაც უსასყიდლოდ ვაწვდით. საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ კი შეღავათიანი პირობებით ვეხმარებით ნებისმიერი დეტალის შეკვეთა-ჩამოტანასა და მონტაჟში“.

„თეგეტა მოტორსის“ მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხი, პროდუქციის მუდმივი მარაგი და ადგილზე მიწოდების მოკლე პერიოდია. ბიზნესპროცესების უწყვეტობისთვის, ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. მათ ტრენინგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პრემიუმ ბრენდების წარმომადგენლობებში აქვთ გავლილი.

სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: „ჩვენი მთავარი უპირატესობა დაფუძნებულია მრავალწლიან გამოცდილებაზე. განხორციელებული გვაქვს ასობით წარმატებული პროექტი, გვყავს გაყიდვების გამოცდილი ჯგუფი და ასევე გვყვანან საიმედო უცხოელი პარტნიორები. ჩვენს ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, მომხმარებელს ვეხმარებით სერვისის დაგეგმვაში, სრულად აღჭურვაში და ვმუშაობთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით“.

„თეგეტა მოტორსის“ დანადგარების კატალოგში პრემიუმ ბრენდებია წარმოდგენილი:  Hofmann; Hunter; Teco; Texa; Atek Makina; Launch; Toptul; Milwaukee; Xilin; Podem; IPC; Temesist; Altasjenerator და სხვა. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საცალო, ისე საბითუმო და კორპორაციულ სეგმენტში. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინდივიდუალური შეკვეთების სერვისით და ნებისმიერი დანადგარის ჩამოტანას  აშშ-დან, ევროპიდან თუ აზიიდან კომპანია მოკლე დროში უზრუნველყოფს.

სოსო სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: „სასაწყობე მიმართულებით წარმოვადგენთ ისეთ პრემიუმ ბრენდს, როგორიც არის Xilin. ის 1985 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მექანიკურ და ელექტრო სასაწყობე მოწყობილობებს და რეალიზაციას ახდენს 100-ზე მეტ ქვეყანაში. Podem ამწის კონსტრუქციული ელემენტებისა და კვანძების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია, ხოლო MILWAUKEE ელექტროხელსაწყოებისა და აქსესუარების წარმოებაში ნომერ პირველი ბრენდია. სწორედ პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობა განაპირობებს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საავტომობილო ამწეების, ვულკანიზაციის დანადგარების, ავტომობილის გასაჭიმი რობოტებისა და სერვისის სხვა დანადგარების 95% არის „თეგეტა მოტორსის“ მიერ რეალიზებული და დამონტაჟებული. ეს ციფრი წლიდან წლამდე იზრდება“.

„თეგეტა მოტორსის“ უახლოეს გეგმებში გერმანული ბრენდის, CHRIST-ის მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სარეცხი პორტალების გაყიდვების დაწყებაა. სამომავლო გეგმებშია ასევე ელექტროდამტვირთველებისა და სასაწყობე ტექნიკის შოურუმის მოწყობა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე დაათვალიეროს და შეარჩიოს სასურველი პროდუქცია.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...