2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ პროექტ ჩართეს ბენეფიციარებისთვის პროფესიული მასტერკლასი ჩაატარა

თიბისისა და ჩართეს პარტნიორობის ფარგლებში, 1 მარტს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში თიბისის თანამშრომლებმა პროექტ ჩართეს ბენეფიციარ მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარეს და საჭირო ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. პროექტი ჩართე მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს ხარისხიანი განათლებაზე წვდომა. 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს  თიბისის წარმომადგენლებმა ისეთი მიმართულებების ტენდენციები გააცნეს, როგორებიცაა: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერია, სისტემების ინჟინერია, UI/UX დიზაინი, IOS დეველოპმენტი, პროდუქტის მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები. პროფესიული მასტერკლასის შემდეგ ახალგაზრდები სხვადასხვა აკადემიების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და მათი მომავალი პროფესიების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნენ.

„30 წლიანი ისტორიის მანძილზე თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს  განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჩვენი ბრენდის მთავარ სოციალურ ფოკუსად სწორედ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა ვაქციეთ. პროფესიული მასტერკლასი, რომელიც თიბისის თანამშრომელებმა ჩართეს ბენეფიციარებს ჩაუტარეს, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს გაეცნონ და აითვისონ. თიბისი ჩართესთან თანამშრომლობას განაგრძობს და მომავალში სხვა არაერთი საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიური ინიციატივებით დაუჭერს მხარს. “ - ამბობს თიბისის სტრატეგიული პროექტების მართვის ლიდერი ალექსანდრე მაყაშვილი.

“დღეს ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით სწავლა და მუშაობა ძალიან მარტივია. თუმცა, არსებული ციფრული უთანასწორობის ფონზე, ხარისხიანი განათლების მიღება არ არის ყველასთვის თანაბრად შესაძლებელი. სწორედ ამან განაპირობა პროექტ ჩართეს შექმნა.  როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეებს,  კომპანიებსა თუ ორგანიზაციების,  შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისა და მათი ოჯახების აკადემიური,  პროფესიული თუ ფინანსური განვითარების პროცესში. თიბისის ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტ ჩართეს მონაწილეებს დაეხმარებათ, მიიღონ მეტი ინფორმაცია და შეიქმნან სწორი მოლოდინები  ამ  სფეროში არსებულ პროფესიებსა და პერსპექტივებზე.”- ამბობს მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ ჩართეს ოპერაციული ხელმძღვანელი.

აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების განათლებით უზრუნველყოფას მოიაზრებს. ამ ღონისძიების ინიციატორები თიბისის 2022 წლის გრეის ჰოპერის პროგრამის გამარჯვებულები ქალების გაძლიერების ნომინაციაში, თამთა კაპანაძე და პროექტი ჩართე არიან. გრეის ჰოპერის დაჯილდოება 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივითა და თიბისის პარტნიორობით ჩამოყალიბდა და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში გოგონებისა და ქალების მიღწევების აღიარება, მათი გაძლიერება და ხელშეწყობა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...