2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ ESG აკადემია დააარსა

თიბისიმ ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) აკადემიის დაარსება დააანონსა. აკადემიის პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 22 თებერვალს გაიმართა. თიბისის ESG აკადემია Green for Growth Fund (GGF) -ისა და The European Fund for Southeast Europe (EFSE) მხარდაჭერით შეიქმნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა საქართველოსთვის. პანელურ განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა, GGF-ის ტექნიკური მხარდაჭერის და EFSE-ს განვითარების პროგრამების უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ივანე ლექვთაძე, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის Global Shield Solutions პლატფორმის თანათავმჯდომარე კარსტენ ლოფლერი და თიბისის რისკების დირექტორი ნინო მასურაშვილი.

პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს მწვანე დაფინანსების მნიშვნელობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებზე, თიბისის როლზე მწვანე დაფინანსების ხელშეწყობაში, ცოდნის ჩამოყალიბებასა და საქართველოში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

ESG აკადემიის დაარსებით, თიბისი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება და გააღრმავოს ცოდნა გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებზე. მათ შორისაა ისეთი თემები, როგორებიცაა მრავალფეროვნება, ადამიანური რესურსების პოზიტიური პოლიტიკა, მდგრადი ბიზნეს მოდელები, კლიმატური რისკები და თიბისის მხრიდან მწვანე დაფინანსებების შესაძლებლობები.

ESG აკადემია არის პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ თიბისის თანამშრომლებს, არამედ მის მომხმარებლებს აძლევს ცოდნის მიღებისა და გაღრმავების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ახლადდაარსებული ESG აკადემიის გარდა, თიბისიში უკვე ფუნქციონირებს IT აკადემიისა და რისკების აკადემიის კურსები.

თიბისის, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუციას საქართველოში, გრძელვადიანი, მდგრადი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, ხელმძღვანელობს მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

„თიბისის აქვს ამბიცია, იყოს სამაგალითო კომპანია ქვეყანასა და რეგიონში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ გვყავს პროფესიონალთა მოტივირებული გუნდი, რომლებიც  სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ და რომლებსაც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და საზოგადოებასთან. TBC აფინანსებს მდგრად ბიზნესებს, რითაც ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას და არ თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ გარემოსა და სოციუმზე. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მდგრადობის იდეას ჩვენს ორგანიზაციაში და მის ფარგლებს გარეთ.“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2021 წლიდან თიბისი გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) მიზნებსა და ინიციატივებს იყენებს თავის ESG სტრატეგიაში. კომპანიისთვის ღირებულია ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ESG მართვის სტრუქტურა დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე; აქცენტი მდგრად დაფინანსებაზე, სერვისებსა და პროდუქტებზე; თანამშრომლებს შორის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა, შედეგების გაზომვა, მონიტორინგი და რეპორტინგი.

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის 22 თებერვალს, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებმა თიბისის გუნდისა და მენეჯმენტისთვის სემინარი ჩაატარეს. აღნიშნული სემინარი იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერს ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) და კლიმატური სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის დაწესებულება (CASF). პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ამ საკითხით დაინტერესება.

სემინარი ფოკუსირებული იყო კარგი მმართველობის, კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების ზედამხედველობისა და მართვის, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე. სემინარსა და სამუშაო სესიებზე აქცენტი გაკეთდა თიბისიში გარემოს დაცვითი სტრატეგიის განვითარების ერთწლიანი პროექტის ძირითად მიგნებებზე  და მენეჯმენტს წარედგინა სტრატეგიის განხორციელების მკაფიო პერსპექტივა.

 

###

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...