2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს - ქუთაისში ახალი ფილიალი გაიხსნა

 

„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი ქუთაისში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. მომსახურების ცენტრი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ავტოსერვისზე ხელმისაწვდომობას გაამარტივებს. ამ ობიექტის გახსნით „თეგეტას“ ქუთაისში უკვე ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.

სანდრო ნერგაძე, „თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო დირექტორი: „ახალი ფილიალის გახსნა „თეგეტა მოტორსის“ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ გადავწყვიტეთ. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა მომხმარებელს მაღალი ხარისხი და მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. „თეგეტა მოტორსის“ ახალ ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები - ეს არის „თეგეტას“ სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს“.

ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. „თეგეტა მოტორსის“ ავტომომსახურების ახალ ობიექტში ოცამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

ახალი ფილიალის გახსნაზე კომპანია „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს უმასპინძლეს. ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა სერვისის სივრცე და შოურუმი დაათვალიერეს.

ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში: „თეგეტა მოტორსი“ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყოველთვის ხარისხთან და ეფექტიან მომსახურებასთან ასოცირდება. უკვე წლებია, რაც „თეგეტა“ იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. მოხარული ვარ, რომ ქსელი ფართოვდება და იმერეთის რეგიონს კიდევ ერთი ფილიალი შეემატა, რომელშიც 20-ამდე ადგილობრივი დასაქმდა“.

იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი:უკვე 20 წელია, რაც „თეგეტა მოტორსი“ წარმატებულად ოპერირებს ქუთაისში და მაღალი სტანდარტის სერვისს აწვდის ჩვენს თანამოქალაქეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ფილიალის გახსნით დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქუთაისის მცხოვრებლებისთვის. მჯერა, რომ ახალ სივრცეში ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს“.

ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 70-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ ჯავშნითაც ისარგებლებს.

ახალ ფილიალში მომხმარებელი სწრაფ სერვისებს მიიღებს. მათ შორის არის ძრავის ზეთისა და ფილტრების შეცვლა, საბურავების სერვისი, ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა, აკუმულატორების შეცვლა, კონდიცირების სისტემის დატუმბვა და სხვა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში წარმოდგენილი იქნება Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში მომხმარებელი ხელმისაწვდომ ფასში შეიძენს ძრავის ზეთებს, ანტიფრიზებს, სამუხრუჭე ხუნდებს, აკუმულატორებს, მანქანის აქსესუარებსა და ავტომობილისათვის საჭირო სხვა პროდუქტებს.

„თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან  18:30-ამდე იმუშავებს, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე .  

--

 „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...