0 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წერილი უცნობ მძღოლებს - ანა გოგუაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

 

„...ნუ შემიშლით ხელს, გადავადგილდედამოუკიდებლად, მშვიდად და თავისუფლად.

პატივისცემით,

ანა გოგუაძე“

ასე ამთავრებს ანა წერილს უცნობებისთვის, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში დაწერა და რომლითაც მძღოლებს საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს. 

ანას თხოვნის წერილი უდიდეს პრობლემას - ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვას ეხება. მისი გზავნილი კი „თეგეტამ“ თბილისის ქუჩებში პარკირების წესების დარღვევით გაჩერებული ავტომობილების მძღოლებს დაუტოვა. 

ქალაქში, რომელიც არც ისე მეგობრულია ეტლით მოსარგებლეებისთვის, სადაც პანდუსისა და ადაპტირებული გარემოს პოვნა ისედაც რთულია, ანას თქმით,  არიან მძღოლები, რომლებიც განზრახ ან გაუაზრებლად მის უფლებებს არღვევენ. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია შესაძლოა,  პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს. 

ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, „მზიურის კაფეს“ დამფუძნებელი: „ყველაზე გულდასაწყვეტია ისეთი შემთხვევები, როცა მანქანიდან გადმოვდივარ, ვიცი, იქ პანდუსია, მაგრამ არასწორად გაჩერებული მანქანით მასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია. ამ დროს ვდგავარ და ველოდები მძღოლს, იქნებ ახლოსაა და გამოჩნდეს. ვცდილობ,დაველაპარაკო და ავუხსნა, რამხელა დისკომფორტს მიქმნის. 

ჩემი დანახვისას ძალიან იბნევიან. რატომღაც არ ელოდებიან, რომ გამოვჩნდები; რომ ნამდვილად გვჭირდება ეს ადგილი და ნამდვილად შეგვიქმნა პრობლემა“. 

ანა მიიჩნევს, რომ ეტლით მოსარგებლეების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა თითქოს ნორმად ჩამოყალიბდა. ამიტომაც სიამოვნებით შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად რამდენიმე მძღოლი მაინც თუ დაფიქრდება საგზაო მოძრაობის კულტურაზე, მიიჩნევს, რომ მთავარ მიზნამდე სვლის დასაწყისი წარმატებულია.

ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, „მზიურის კაფეს“ დამფუძნებელი: „ხშირად ველოდებით ვიღაცას, ვინც რაღაცას მოაგვარებს, რაღაცას დაიწყებს. არადა მთავარია, თავად დავიწყოთ. შეიძლება თავიდან მოგვეჩვენოს, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქცევით კარგად, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც უკვე ჩვენი ქცევა იქნება მისაბაძი. 

გარემოს, ქალაქს, ყველაფერს ჩვენ გარშემო ქმნიან ადამიანები და ის მიდგომა, რომ „მე არ მეხება, ჩემთვის სულერთია, ეტლი როგორ გაივლის“...  ეს არასწორი დამოკიდებულებაა ჩვენი თანამოქალაქეების, ერთმანეთის მიმართ“. 

„თეგეტა“ ანას გზავნილს იმ უცნობ მძღოლებს დაუტოვებს, ვინც მის ადგილზე  ტოვებს მანქანას. წერილის ავტორთან ერთად, კომპანიის ავტორებსაც იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ და არსებულ სიტუაციას შესაძლოა ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ შეცვლიან.  

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: უკვე მეოთხე თვეა, „თეგეტას“ კამპანია მიმდინარეობს. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები  ადრესატს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი,რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.

 

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალიკამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“

 ივლისში დაიწყო და მისი  მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...