0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თქვენს სახელზე წერილია - ნანა ბაგალიშვილი საგზაო მოძრაობის კულტურის შესაცვლელად „თეგეტას“ კამპანიაში ჩაერთო

„წარმოიდგინეთ, მოდიხარ ტროტუარზე ეტლით, ამ დროს გხვდება „დაპარკინგებული“ ავტომობილი. იძულებული ხარ, ეტლი ასწიო, გზის სავალ ნაწილზე ჩახვიდე, შემოუარო მანქანას და ისევ ტროტუარზე დაბრუნდე“, - ვკითხულობთ „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის, ნანა ბაგალიშვილის წერილში, რომელიც უცნობი თანამოქალაქის სახელზე დაიწერა. ავტორი იმედოვნებს, რომ შესაძლოა ამ გზავნილით ერთი მძღოლის ქცევა მაინც შეიცვალოს. მაშინ ნანაც კმაყოფილი იქნება და  ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვის მიზნით ფართომასშტაბიანი კამპანია დაგეგმეს.

იდეა ავტოსფეროს ლიდერ კომპანიაში, „თეგეტა ჰოლდინგში“ გაჩნდა. საინფორმაციო ბანერებით, არაორდინარული საგზაო ნიშნებითა თუ საგანმანათლებლო აქტივობებით კამპანიამ ყურადღება მალევე მიიქცია და თანამოაზრეებიც აიყოლია.

ნანა ბაგალიშვილი პრობლემას მაშინ წააწყდა, როცა ახალდაბადებული თუთა ქუჩაში სასეირნოდ გამოიყვანა და აღმოაჩინა, რომ ტროტუარზე საბავშვო ეტლით გადაადგილება არც ისე მარტივია.

„მანქანებით გადავსებულ ტროტუარზე ხშირად გასავლელი აღარ რჩება. ამის გამო დედები რთულ მდგომარეობაში ვვარდებით. ჯერ ერთი, ბავშვიანი ეტლი ძალიან მძიმეა და მისი ხელით აწევა რთულია, მაგრამ უფრო უარესი ის არის, რომ ასეთ დროს საფრთხეში აგდებ როგორც საკუთარ, ისე შვილის სიცოცხლეს. საფრთხეს უქმნი იმ მძღოლსაც, რომელიც ამ დროს სამანქანო ნაწილზე მოდის და სულ არ ელოდება, რომ ტროტუარიდან მის გზაზე ჩახვალ“, - გვიყვება ცოდნის კაფეს დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი.  

ზოგჯერ კანონდამრღვევი მძღოლების გამართლებაზეც უფიქრია, იქნებ, სად ეჩქარებოდა, ავტომობილი ტროტუარზე რომ დატოვაო. თუმცა მერე უჩნდება კითხვა: თვითონ სად წავიდეს მცირეწლოვან შვილთან ერთად? ეს ხომ ერთადერთი ადგილია ფეხით მოსიარულეებისთვის.

„დიდი პასუხისმგებლობაა, როცა საჭესთან ზიხარ, ამ დროს შენი და გარშემომყოფების სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი. როცა მანქანას ტროტუარზე ტოვებთ,  ჩვენ, დედები, ძალიან დაუცველები ვრჩებით. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს აწუხებს ეს პრობლემა. სიამოვნებით შევუერთდი „თეგეტას“ კამპანიას. ვიმედოვნებ, ერთად უფრო მეტ მძღოლს მივაწვდენთ ხმას“, - ამბობს ნანა ბაგალიშვილი.

„თეგეტა“, ნანას სახელით, ასეთ წერილს იმ მძღოლებს დაუტოვებს, ვინც ტროტუარზე ტოვებს მანქანას. ნანას იმედი აქვს, რომ მოახერხებს, დააფიქრებს და შეცვლის დღეს არსებულ სიტუაციას, როცა ხშირად უბრალოდ არ იცის, სად და როგორ გაასეირნოს თუთა ეტლით.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „უკვე მეოთხე თვეა „თეგეტას“ კამპანია მიმდინარეობს. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამინებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები ადრესატებს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.

 

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...