0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Startup Drive-ის 2022 წლის გამარჯვებულები ცნობილია

„თეგეტა ჰოლდინგისა“  და Future Laboratory-ის  სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის დემო დღეზე გამარჯვებულები გამოავლინეს. პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასული შვიდივე სტარტაპის ავტორებმა, საკუთარი იდეების პროტოტიპები საგანგებოდ შერჩეულ ჟიურის წარუდგინეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვება სამმა სტარტაპმა მოიპოვა. 

 

l  Cartune - მთავარი საპრიზო ადგილი და 100 000-ლარიანი დაფინანსება. სტარტაპის მიზანი ავტოინდუსტრიაში  Airbnb-ის შინაარსის აპლიკაციის შექმნაა, რომელიც მომხმარებლებსა და  ავტომექანიკოსებს დააკავშირებს.

l  SOS auto - 70 000-ლარიანი დაფინანსება. ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია მომხმარებელს ევაკუატორის გამოძახებასა და ავტოასისტენტის მომსახურებას სთავაზობს. 

l  TPack  - 30 000-ლარიანი დაფინანსება. სტარტაპის მიზანია კურიერების ჩანთებისათვის ტემპერატურის დასარეგულირებელი სისტემის შექმნა.

თომა ფირცხელანი, Cartune-ის თანადამფუძნებელი: „ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი სტიმულია. ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. ეს არის ახალი შესაძლებლობების დასაწყისი. Startup Drive-ში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება მოგვცა, ჩვენი ბიზნესიდეა კიდევ უფრო დავხვეწეთ, რეალობად ვაქციეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.“

დავით ჭეიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი: „Startup Drive-ი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „თეგეტა ჰოლდინგი“ აქსელერაციის პროგრამის მხარდამჭერი პირველად იყო. ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ, განევითარებინათ და საბოლოო მოდელამდე მიეყვანათ. დემო დღემ წარმატებით ჩაიარა. მოვისმინეთ შვიდი სტარტაპის განვითარების ისტორია და გეგმები, გავეცანით მათ პროდუქტებს. გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი, ეს კი პროექტის წარმატებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.“ 

 

Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. თითოეული პროექტის ავტორმა, პროტოტიპის შესაქმნელად, „თეგეტასგან“, 5000-ლარიანი ინვესტიცია მიიღო. 

აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად ჩატარდა. 

---

თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...