0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო სიმულაციურ პლატფორმას შექმნის

მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამის შექმნაზე„თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულებაგაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა, დეივიდ ბლადმა და „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ.

192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, „თეგეტა აკადემია“, თავის პარტნიორებთან -ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად, მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამებს შეიმუშავებს, რომელთათვისაც „თეგეტა აკადემია“ სიმულატორს შეიძენს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარია. 

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოგვეცემა საშუალება, გადავამზადოთ მძიმე ტექნიკის ოპერატორები და მივცეთ მათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ეს ერთი მხრივ დაეხმარება ბიზნესს შესაბამისი კადრების მომზადებაში, მეორე მხრივ კი შევძლებთ, ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ ეს პროფესია. „თეგეტა აკადემიისთვის“ პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და ვფიქრობ, ამ საგანმანათლებლო პროექტის დახმარებითსფეროს განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“.

პროგრამის ფარგლებში „თეგეტა აკადემია“,პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავებს და განახორციელებს მომზადებისა და გადამზადების სამ-სამ პროგრამას მძიმე ტექნიკის ოპერატორებისათვის. თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ​მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით შესაძლებელი იქნება სრულყოფილი და სიღრმისეული პრაქტიკული ცოდნის მიღება. პროგრამა მძიმე ტექნიკის ოპერატორებს მისცემს შესაბამის ცოდნას დადაეხმარება კვალიფიციური უნარების გამომუშავებაში. 

პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“($24 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. 

 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია„თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...