0 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Tegeta Truck & Bus საქართველოში MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოებს წარადგენს

• თბილისში წარმოდგენილი ახალი მოდელები MAN-ის ყველაზე ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განახორციელა;

 

• პრემიუმ ბრენდის ტექნიკა საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა - გაუმჯობესებული აეროდინამიკა საწვავისა და გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს;

 

• ახალი MAN TGX “Inernaional Truck of the Year” სტატუსის მფლობელია. ეს არის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე  პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიცემა.

 

Tegeta Truck & Bus-მა თბილისში MAN-ის უახლესითაობის სატვირთოები წარადგინა. სრულიად ახალი სტანდარტის სატვირთო ავტომობილების პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეში გაიმართა. მომხმარებელსა და პარტნიორებს MAN TGS  და MAN TGX მოდელები წარუდგინეს. ეს სატვირთო ავტომობილები გერმანული მწარმოებლის ამბიციური პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელზედაც MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა.  

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი:„გვიხარია, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა,ქართულ ბაზარზე MAN- ის უახლესი სატვირთო ავტომობილები წარვადგინოთ. სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და ინდუსტრიაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. უკვე 16 წელია Tegeta Truck & Bus გერმანული პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერია საქართველოში. თეგეტა პირველი იყო რეგიონში, ვინცსატვირთო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი კონცერნის ნდობის მოპოვება შეძლო და ოფიციალური იმპორტიორი გახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიყოთ პირველები, ვინც მომხმარებელს MAN-ის ახალი თაობის პროდუქციას წარუდგენს. ამასთანავე,გერმანული ბრენდის სტანდარტით აღჭურვილ სერვისცენტრში ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებასვუწევთ“.

ახალი თაობის ავტომობილებით MAN-მა საკუთარი სტანდარტი კიდევ უფრო გააუმჯობესა. კომფორტული და უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემებით აღჭურვილი სატვირთოების შექმნამდე 700-ზე მეტი მძღოლი გამოიკითხა. სამუშაო შეხვედრას მომხმარებლებიც ესწრებოდნენ 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. სატესტო მანქანებმა კი 4 000 000 კილომეტრი გაიარეს. 

სერგეი ხავკინი, MAN-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია ჩვენი კომპანიისათვის. ადგილობრივ ბაზარზე MAN-ის ბრენდის განვითარებაში ჩვენს პარტნიორს საქართველოში Tegeta Truck & Bus-სგანსაკუთრებული როლი აქვს. მოხარულები ვართ, რომ ახლა საქართველოს გზებზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებიც გამოჩნდებიან. ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს საქმე გავუმარტივოთ, რათა მათ უფრო ეფექტიანად და წარმატებულად შეძლონ ბიზნესსაქმიანობა. ამ დანაპირების შესრულებაში  MAN-ის ახალი წარმოების ის სატრანსპორტო საშუალებებიც დაგვეხმარება, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციაზეა წარმოდგენილი. სიამოვნებით ვესწრები ღონისძიებას, სადაც MAN-ის ცენტრალურ ოფისს წარმოვადგენ“.

საქართველოს დედაქალაქში გამართულ პრეზენტაციას, გერმანული ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად, 250-ამდე სტუმარი ესწრებოდა.

ინდუსტრიული საექსპოზიციო სივრცე რამდენიმე ნაწილად გაიყო. შეიქმნა კონცეპტუალური ზონა, სადაც გერმანული ბრენდის ორსაუკუნოვანი ისტორია და MAN-ის სატვირთოების განვითარების ეტაპები სპეციალური პროექციის დახმარებით აჩვენეს.

საპრეზენტაციო ზონაში კი მულტიმედიური შოუ მოეწყო, სადაც ვიდეო და აუდიო შთამბეჭდავი ეფექტების ფონზე სტუმრებს MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

ცალკე სივრცე დაეთმო უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებს. საგამოფენო ნაწილში ღონისძიების დამსწრეებმა MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოები და MAN TopUsed ხაზის მოდელები დაათვალიერეს.  

Simply my truck - მეტი უსაფრთხოება და კომფორტი 

MAN-ის ახალი თაობის  ავტომობილები უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. სატვირთოების სეგმენტში პირველად ავტომობილებზე გვერდითა ხედვის სარკეების ნაცვლად კამერებია დამონტაჟებული. შედეგად მძღოლს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების ირგვლივ პერიმეტრი სალონში განთავსებულ ეკრანზე გააკონტროლოს. 

ასევე შესაბამისი ფუნქციონალის დახმარებითმძღოლი დისტანციისა და სამოძრაო ზოლის დაცვას და, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან არიდებას შეძლებს. თანამედროვესისტემები, როგორებიცაა მოხვევის, საცობისასისტენტი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა, მძღოლს ზედმეტი დატვირთვისგან ათავისუფლებს. 

უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან ერთად, მკვეთრად გაუმჯობესდა და მძღოლის საჭიროებების გათვალისწინებით მოეწყო ავტომობილის ინტერიერიც. შიდა სივრცე ციფრული სერვისებით აღიჭურვა.

მრავალფეროვან ფუნქციონალს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს, მძღოლის კომფორტზე მორგებული სალონიც ემატება. 

უფრო მოსახერხებელია ავტომობილში არსებული მოსასვენებელი სივრცეც. მძღოლებისათვის, რომლებსაც დიდი დისტანციის დაფარვა უწევთ, ამ საკითხს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. 

უახლესი სტანდარტის სატვირთოების ძარაშემსუბუქებული, თუმცა უფრო მყარია, რაც მეტი ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა. 

 

MAN Truck-ის ახალი თაობა - პროექტი ციფრებში

პროექტს MAN-ის 2 100 თანამშრომელი ამუშავებდა

პროექტზე მუშაობის დრო: 12 000 000 სამუშაო საათი

პროგრამული უზრუნველყოფისთვის დაიწერა: 2 800000 კოდი

დიზაინზე მუშაობის დრო: 167 000 სამუშაო საათი

4 000 000 კილომეტრი ტესტდრაივზე

MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებშიხელმისაწვდომია 8 სხვადასხვა ზომის კაბინა.

კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ახალიMAN TGX-ის, TGS-ის, TGM-ის ან TGL-ის ზუსტადისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიცმომხმარებელ კომპანიას სურს, მის ჩამოყვანას კისაქართველოში კომპანია Tegeta Truck & Busუზრუნველყოფს. 

 

---

Tegeta Truck and Bus: „თეგეტა ჰოლდინგის“შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული. 

კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქში გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...