0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

2022 წლის სეზონზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი დაუვიწყარ კონცერტებს პირდება, რომელიც 2-11 სექტემბერს გაიმართება. ცნობილი მუსიკოსების გვერდით, წლევანდელ კონცერტებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას. სიმფონიური ორკესტრი რეგიონის 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა.

 

მეოთხე სეზონის პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე სწორედ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგება, დღევანდელობის ერთ-ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავთან, მაო ფუჯიტასთან ერთად. კონცერტს უკრაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი უდირიჟორებს. პროგრამა გაიხსნება, უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფლორიაკის ნაწარმოებით. ასევე, შესრულდება იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია.

ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ-ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვ.

 

ფესტივალი ყოველი წლის სექტემბერში საქართველოს ულამაზეს რეგიონში, ღვინის სამშობლოში, წინანდალში იმართება.  მდიდარი საფესტივალო პროგრამის შედგენა ფესტივალის თანადამფუძნებლების ავი  შოშანისა და მარტინ ენგსტროემის დამსახურებაა, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლები არიან.  ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

გამორჩეული საკონცერტო პროგრამის და კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, წინანდლის ფესტივალის დაფუძნების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან 80- მდე ახალგაზრდა მუსიკოსით, მოსმენების შედეგად კომპლექტდა. 2022 წელს, ფესტივლის პროგრამაში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კვლავ დაბრუნება საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის და ნორვეგიის დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ახალგაზრდა მუსიკოსები უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან კვლავ ეწვევიან წინანდალს მშვიდობის და სოლიდარობის კულტურული ხიდის გასამყარებლად.

 

ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში ათი დღის განმავლობაში, მსმენელისთვის დღეში ორი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წინანდლის მამულში გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტი შედგება. ფესტივალს დახურავს ვილდე  ფრანგი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი               ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით. 

შესრულდება შოსტაკოვიჩის პირველ სავიოლინო კონცერტი და პროკოფიევის 

მეხუთე სიმფონია.

 

წინანდლის ფესტივალის გენერალური პარტნიორი თიბისი კონცეპტია. შესაბამისად, თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის, ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ქეშბექი, ხოლო სასტუმროს ნაკრებებზე - 15%-მდე ფასდაკლება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.tsinandalifestival.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...