0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდსის“ ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა

 

კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“  თბილისში, კიდევ ერთი რესტორანი გახსნა.  ახალი, ეკომეგობრული რესტორანი, რომელიც თიბისის და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიხსნა, მომხმარებლებს კახეთის გზატკეცილზე დღეიდან მასპინძლობს.

ქვეყნის მასშტაბით ეს „მაკდონალდსის“ რიგით მე-19 რესტორანია. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.

ახალ რესტორანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით,  ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით. გარდა ამისა, „მაკდონალდსი“ მომხმარებელს სთავაზობს მაკდრაივის 24-საათიან სწრაფ, კომფორტულ და ხარისხიან სერვისს, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად განახლებული და თანამედროვე ციფრული LED მონიტორებითაა აღჭურვილი, რაც საბოლოოდ მომხმარებლის კომფორტს აუმჯობესებს. ახალ რესტორანში მისულ მომხმარებლებს მათთვის  უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც დახვდებათ, რომელიც  ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ადგილია. 

„მაკდონალდსის“ სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. 

კახეთის გზატკეცილზე მდებარე  რესტორანი გამორჩეულია იმითაც, რომ ეკომეგობრული კონცეფციისაა. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს.

აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს გარემოზე და მუდმივად შეაქვს საკუთარი წვლილი გარემოს დაცვის მიმართულებით. ახალგახსნილი რესტორანი ამის საუკეთესო მაგალითია. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი - 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.

მიმდინარე წელს თბილისში, ისნის რაიონში, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით კომპანია კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, რომელშიც 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს. ორივე რესტორნის მშენებლობაში კი წელს ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს და 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს 26 მილიონი ლარის მსხვილი ინვესტიცია განახორციელა „ბრედფილდის“ პურის საწარმოში, რომელიც
მიმდინარე წელს ჯამში 4 მილიონი ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეულის ექსპორტს გეგმავს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

„მაკდონალდს საქართველო წარმატებით აგრძელებს 23 წლის წინ დაწყებულ ისტორიას. ახალი რესტორანი ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს ჩვენთან მოსულ სტუმარს. „მაკდონალდს საქართველო“ რჩება კომპანიად, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის ქვეყნის ეკონომიკაში დოვლათს, ინვესტიციებს, დასაქმების რაოდენობას,  აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას“, - თენგიზ კაპანაძე, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი.

მაკდონალდს საქართველოსთან 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წარმატებული და საინტერესო თანამშრომლობის ფარგლებში, ეს უკვე რიგით მე-8 რესტორანია. მოხარულები ვართ, რომ 1 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდს საქართველოს“ კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს - „ბრედფილდის“ სახით, ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი - ეროვნული წარმოებაც დაემატა, რაც ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. „მაკდონალდსის“ ყოველი ახალი პროექტისა და ინიციატივის ხელშეწყობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს - ადგილობრივების დასაქმებას, ხარისხის დასავლური სტანდარტის დანერგვას, ეროვნულ წარმოებასა და ახლა უკვე ქართული პროდუქტის ექსპორტსაც“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

საერთო ჯამში, „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით, 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში - 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე მეტია.

 ამასთან, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - დღეის მდგომარეობით, „მაკდონალდს საქართველო“ 1 500 ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 

მიმდინარე წელს  „მაკდონალდს საქართველო“ „მაკდონალდსის“ გლობალური ჯილდოს - „ოქროს თაღის“ მფლობელი გახდა. ამ აღიარებით „მაკდონალდს საქართველო“ გლობალურად მსოფლიოში „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზების 1%-ში მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი „მაკდონალდსის“ საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...