0 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავს

თიბისი, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, 2018 წელს აღინიშნა და მას შემდეგ თიბისი ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით ეხმაურება.

 2022 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104-ე წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად თიბისიმ საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში არაერთი საინტერესო ღონისძიება დაგეგმა, რომლებიც დამოუკიდებლობის სკოლის ფარგლებში გაიმართება და პროექტ „გმირებს“ მიეძღვნება. 

პროექტი „გმირები“ თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილეს მიუძღვნა.  პროექტის ფარგლებში პირველად ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა.  წელს კი კოლექციას  ათი ახალი ფიგურა შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა და იღწვოდა. „გმირების“ მიზანია, ახალმა თაობამ კარგად გაიცნოს ის ადამიანები, რომლებმაც შორეულ თუ ახლო წარსულში საქართველოს მომავალი შექმნეს.

მწერალმა აკა მორჩილაძემ ქართველი გმირების ამბები ასე აღწერა: „საქართველოს წარსულის უკიდეგანო გალერეაში უამრავი ისეთი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სუნთქვას, არამედ მის სიცოცხლეს, მისი სულის და ხორცის უკვდავებას განაპირობებდა. წარსულის ქართველთა სამყარო ძალიან დიდია.“ 

წელს თიბისიმ „წარსულის ქართველთა სამყაროდან“ 10 გმირი და მოღვაწე გამოარჩია: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, მერაბ კოსტავა და მარო მაყაშვილი. პროექტი „გმირები“ სიცოცხლეს შემდეგ წლებშიც გააგრძელებს და მას ისეთი ადამიანები შეემატება, რომლებმაც სხვადასხვა დროს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს და თავიანთი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს. 

2022 წელს გამართული დამოუკიდებლობის სკოლის გაკვეთილები სწორედ ამ ათ გმირს მიეძღვნება. დამოუკიდებლობის სკოლა სპეციალურად 26 მაისისადმი მიძღვნილი პროექტია, რომელსაც თიბისი უკვე მეხუთე წელია ატარებს. სკოლა სხვადასხვა ადგილას იმართება და მასში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო ადამიანები, რომლებიც ღია გაკვეთილებს ატარებენ სხვადასხვა თემაზე, რაც ქვეყნის თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან არის კავშირში. 

დამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...