0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მედიაზე სრული კონტროლის დაწესების მცდელობა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართეს. საკითხი  იმ კანონპროექტის დაკანონებას ეხება, რომელიც მედიაზე სრული კონტროლის დაწესებას გულისხმობს. 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არცერთი არადემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს მოუწოდებს, არ გაატარონ სათანადო ზომები კანონპროექტის განსახილველად.

„ეს არის  უპრეცედენტო კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებზე ზეწოლას უწყობს ხელს. საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, სრული კონტროლი დააწესოს მედიასაშუალებებზე. ამით, ფაქტობრივად, დასრულდება მედიის პლურალიზმი და თავისუფლება საქართველოში. დაუშვებელია ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა  და მოვუწოდებ მთავრობასა და პარლამენტს, არ განიხილონ კანონპროექტი. 

კანონში წერია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია და სინამდვილეში ექვემდებარება ხელისუფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ტელევიზიაში უფლება აქვს დანიშნოს დროებითი მმართველი ორი წლის ვადით. დროებით მმართველს შეუძლია მაუწყებლის ყველა პირი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, იქნება ეს დირექტორი, დირექტორთა საბჭო თუ სხვა ვინმე, ჩაანაცვლოს და თავად მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც კომისია დაავალებს. არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში ეს პროცესი მოქცეული არ არის. ვიმედოვნებ, რომ ქართული საზოგადოების, მედიის, პოლიტიკური წრეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით არ დავუშვებთ ცენზურის ღია მცდელობას საქართველოში,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

„ლელოს“ ლიდერის საბა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტით „ქართული ოცნება“ გადაიქცა იმ მმართველად, რომელსაც თავად ებრძოდა 2012 წელს. მისი განცხადებით, დღეს აღარ დარჩა არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში, რომელზეც ხელისფულება არ ახორციელებს ძალიან ველურ იერიშს.

„ეს არის კანონპროექტი, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა და რომლის მსგავსიც არ მოიძებნება დემოკრატიულ სამყაროში ეს შეუქცევად სახეს იღებს. რა თქმა, უნდა ეს არის განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა წინასაარჩევნო პერიოდში. ხელისუფლება, რომელიც მოვიდა და არჩეული იქნა ზუსტად იმ დაპირებით, რომ შეწყდებოდა მედიაზე იერიში და არაკეთილსინდისიერი ზემოქმედება, გადაიქცა ზუსტად იმ ძალად, რომელსაც 2012 წელს თავად ებრძოდა. დღეს ხელისუფლება სრულიად საპირისპიროდ იქცევა და ეს არის განაცხადი იმისა, რომ ხელისფულება და მედია არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. სანამ საქართველოში იარსებებს განსხვავებული აზრი, ეს ხელისუფლება ვერ მოახერხებს, პარალელური სამყარო შექმნას მისგან მართული მედიასაშუალებების მიერ,“- განაცხადა საბა ბუაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...