0 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დედოფლისწყაროში 15 წლის გოგონა ველოსიპედიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევიდან ზუსტად ერთი თვის თავზე დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები 15 წლის ანა ზოროღლიანი გარდაიცვალა. გოგონა ამ დრომდე თბილისის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ამ ხნის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

 

უბედური შემთხვევა ქალაქ დედოფლისწყაროში 30 მაისს მოხდა, მოზარდის გარდაცვალება კი 30 ივნისს დაფიქსირდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა დედოფლისწყაროში ღამით სეირნობის დროს ველოსიპედიდან გადმოვარდა, დაეცა და თავის ტრავმა მიიღო.

 

მისი ახლობლები დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან საუბრისას იხსენებენ, რომ დაცემიდან რამდენიმე საათში არასრულწლოვან გოგონას ცნობიერება ჰქონდა და გონება გვიან ღამით დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა თავდაპირველად ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი მდგომარეობის გართულების გამო კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟის გამოძახებისა და გოგონას თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა. გარდაცვლილის დის განცხადებით, კატასტროფის ცენტრი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით გამოიძახეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...