0 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის მოლოდინი ვერ გაუჩინა ხალხს" - მამუკა ხაზარაძე

"ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანა დააყენა  გაზრდილი საერთაშორისო ვალის, ოკუპანტი ქვეყნის დაუფარავი აგრესიის, კორუფციისა  და  საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების, ევროპისა და  ამერიკის კრიტიკის წინაშე, რომელსაც ეს მთავრობა ვერ უძლებს.“ 

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ  ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და  პრემიერ-მინისტრის  ანგარიში, რომელიც დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტს წარუდგინა,  შეაფასა. 

 პარტიის ლიდერი აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რუსულ ოკუპაციას, ეროვნულ უსაფრთხოებასა  და კორუფციასთან ბრძოლას შეეხო, რაზეც  დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოფნისას ისაუბრა.   

მამუკა ხაზარაძის თქმით,  “ქართული ოცნების” მმართველობის დროს   მთავრობის ვალი  3-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როდესაც მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა. 

„ამ მთავრობას უნდა დავარქვათ ვალის მთავრობა.  რადგან 2013 წლის მონაცემებით   საგარეო და საშინაო ვალი, რომელიც 9 მილიარდს შეადგენდა,  2020 წლის მონაცემებით  27 მილიარდამდე გაზარდეს.  ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენს არცერთ მოქალაქეს ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლია. ჩვენ გვყავს უუნარო, არაფრის მაქნისი მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის იმედი ვერ გაუჩინა ხალხს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

საგარეო და საშინაო ვალის უმიზნოდ გაზრდის პარალელურად,  კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება კორუფცია, რომლის საწყისიც თავად მმართველი გუნდია. მათი განცხადება, რომ კორუფციას ებრძვიან, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ისინი  აფინანსებენ ჩინოვნიკების  სქემებს.   

„მე მათ მინდა ვუთხრა, რომ კორუფციის ბუდე და საწყისი თავად არიან.   ისინი არათუ ებრძვიან კორუფციას, არამედ უწყობენ ხელს. საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საწარმოებმა, რომელსაც მართავენ ჩინოვნიკები, ე.წ ჰიბრიდულმა გარიგებამ  ჭიათურასა და ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზამ და სხვა, 3 მლრდ. ზარალი აჩვენა.  დაზარალდა  თითოეული მოქალაქე,“-განაცხადა  მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგის დროს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ოკუპაციას შეეხო. 

"ოკუპაცია კვლავ რჩება ეროვნული  უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად," - პრემიერის ამ ფრაზას ხაზარაძემ სამარცხვინო უწოდა, იმ რეალობაში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი ღია ტექსტით, დაუფარავად  ემუქრებოდა საქართველოს მოქალაქეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობას აღნიშნულზე პროტესტი არ გამოუთქვამს, დღევანდელი შეფასება კი უადგილოა. 

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა  მამუკა ხაზარაძემ   აშშ-სთან პარტნიორობის საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ დღეს საქარველოს ამერიკის მხრიდან ყველაზე მძიმე შეფასებები აქვს, რაც „ქართული ოცნების“  „დამსახურებაა“. 

აშშ-სთან პარტნიორობას პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა. მამუკა ხაზარაძის  განმარტებით კი, მაღალ ნიშნულზე მხოლოდ აშშ-სა და ქართველ ხალხის ურთიერთობაა, რაშიც მმართველ გუნდს წილი არ უდევს.  პარტიის ლიდერი იმ  კრიტიკაზეც საუბრობს,   რომელიც  ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანამ  ამერიკისგან მიიღო.  ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავი გამოიჩინა, როგორც გადამგდებმა და მატყუარა მთავრობამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...