0 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ვისაც არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, იმათ მინდა მივმართო…”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას, საზოგადოებას მიმართავს:


“თუ ადამიანს აქვს რესპირატორული სიმპტომები, ახველებს და აცემინებს, შინ უნდა დარჩეს და თან მიმართოს ექიმს.

მათ მინდა მივმართო, ვისაც ვითომ არ სჯერა ვირუსის არსებობის – ასეთი­ უპასუხისმგებლო მოსაზრებებით საფრთხეს უქმნით ადამიანების სიცოცხლეს. ნუ ავრცელებთ მავნებლურ პოსტებსა და მოწოდებებს, პირბადეებში ნუ დაგვახრჩვეთო. ქალაქის ქუჩებში, დახურულ სივრცეებსა და სხვა ადგილებში დადიან თქვენი შვილები და ოჯახის წევრები, რომელთაც თქვენი ანტიპროპაგანდით საფრთხეს უქმნით. ყველანაირი რესურსის ლიმიტი არსებობს, მათ შორის ჩვენი ექიმების ადამიანური და ფიზიკური რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ სომხეთს, ირანს ან რუსეთს, სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებს.

ნუ ვეთამაშებით ამ ვირუსს!

თავდაჯერება – მორჩა, პიკი გადავლილია, ყველაფერი უკან მოვიტოვეთო, დიდი შეცდომაა, რომელიც შეიძლება იმაზე ძვირად დაგვიჯდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. როდესაც რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, შიდა გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალია. საგანგაშოა, რომ უკვე რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც გავრცელების პირველწყარო დაუდგენელია. მეტიც, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, ვირუსი შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. ამ საფრთხის გადალახვა მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით შეიძლება”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები