0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარკეთილის ბაზრობაზე 4 000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები დაიწვა

 ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე დილიდან იმყოფებიან დაზარალებული მოვაჭრეები. ასევე ადგილზეა, რამდენიმე მაშველი და სამი სახანძრო მანქანა.

 ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეების ინფორმაციით, მათ სოლიდური ზარალი მიადგათ. „სამი მაღაზია დაგვეწვა, ცეცხლმა სრულიად გაგვანადგურა.

 ბაზრობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ ხანძრის რისკი დაზღვეული არ ჰქონდათ და დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.

 რაც შეეხება ვითარებას ვარკეთილის ბაზრობაზე, უკვე ცნობილია, რომ ხანძარმა 4 000 კვადრატემდე ტერიტორია გაანადგურა. „ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული, დამწვარია 4 ათას კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, რჩება სამი სატვირთო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ მუშაობა. ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჩვენ არ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

 ხანძრის მთავარი კერების ლოკალიზება და ლიკვიდაცია გუშინ ღამე მოხერხდა. თუმცა დილით რჩებოდა ხანძრის რამდენიმე კერა, სადაც დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები