0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამსახურში დისტანციური მუშაობის შესახებ რეკომენდაცია ძალაში რჩება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საჯარო სამსახურში დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას ძალაში ტოვებს.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

„კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში“, – ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში და ასევე მითითებულია, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები