0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარინა ეზუგბაია - ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი მოთავსდა, რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია, ასაკოვანი ქალია და ძირითადად სახლში იყო

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 სამედიცინო პერსონალია, 1 საკარანტინო სივრციდან, 4-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

 „დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა მხოლოდ. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 6 ახალი შემთხვევიდან 1 არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სამედიცინო პერსონალი და 4 არის პაციენტი, რომლის წყაროს დადგენა გრძელდება. პირველწყარო, როგორც ასეთი, ამ 4 შემთხვევასთან არ არის დადგენილი, მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ვნახოთ, რამდენიმე დღეში უნდა მოიძიოს ამათი წყარო ინფიცირების. ჩვენთან 1 ახალი პაციენტი მოთავსდა ამ 6-დან და მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. ჩემთან მოხვედრილი პაციენტი ძირითადად სახლში იყო, ასაკოვანი ქალბატონია. ცხელების ცენტრში დაუდასტურდა მას დიაგნოზი და ცხელების ცენტრიდან გადმოყვანილ იქნა ჩვენთან”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები